Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზის გუფთები სოუსით

საჭირო მასალა: 400 გ თეთრი თევზის ფილე, 2 თავი ხახვი, 1 ცალი კვერცხი, 2 ნაჭერი თეთრი პური, 1 ცალი კარტოფილი, მარილი, თეთრი და შავი პილპილი – გემოვნებით, საფანელი – ამოსავლებად, ზეთი – შესაწვავად.

სოუსისთვის – 1 კგ თავისივე წვენში დაკონსერვებული პამიდორი, 1 დიდი თავი ხახვი, 1 პატარა კონა ქონდარი, 3 კბილი ნიორი, 1 ჩ.კ. თავშავა, მწიკვი შაქარი,  2 ს.კ. ზეთი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: პური დავალბოთ წყალში და გავწუროთ. თევზის ფილე, ხახვი, კარტოფილი და პური ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, შევურიოთ კვერცხი, სანელებლები და დავყოთ პატარა ბურთულებად. ამოვავლოთ საფანელში და ბლომად ზეთში შევწვათ.

პამიდორი ავთქვიფოთ ბლენდერში, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, თავშავა, მარილი, პილპილი და წამოვადუღოთ. ხახვი რგოლებად დავჭრათ, მოვაყაროთ შაქარი და ზეთში მსუბუქად მოვშუშოთ. პამიდვრის სოუსში ჩავაწყოთ გუფთები, მოვაყაროთ მოშუშული ხახვი და მოვრთოთ ქონდრის ყლორტებით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული