Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბულბურგერი

საჭირო მასალა: 250 გ ქამა სოკო, 1 საშუალო ზომის ხახვი, 2 ცალი ქათმის ფილე, 1 ჩ.კ. მდოგვი, 4 ცალი მოგრძო ფორმის ბეკონის ნაჭერი, 200 გ კარტოფილი, 50 გ სტაფილო, 1 კვერცხი, 150 გ ბროკოლი (სასურველია გაყინული), 50 გ მაგარი ყველი, 25 გ კარაქი, 1 ჩ.კ. ფქვილი, 250 მლ რძე, 150 გ მდნარი ყველი, მარილი, პილპილი გემოვნებით, ზეთი შესაწვავად.

მომზადებაღრმა, სქელძირიან ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე 2 ს.კ. კარაქში 10 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და თხლად დაჭრილი ქამა სოკო. ქათმის ფილე გავჭრათ სიბრტყეზე, წავუსვათ მდოგვი, მოვაყაროთ პილპილი და მარილი, გავახვიოთ ბეკონის ნაჭრებში და ორივე მხრიდან ზეთში შევწვათ. შემდეგ გადავაწყოთ თეფშზე და დავაფაროთ ფოლგა. წმინდა სახეხზე გავხეხოთ კარტოფილი და სტაფილო და ავურიოთ კვერცხი. ბროკოლი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ გახეხილი ყველის ნახევარი, მარილი და ავურიოთ. ტაფაზე დავადნოთ 1 ს.კ. კარაქი, დავაფინოთ კარტოფილისა და სტაფილოს მასის 1/4, შემდეგ ბეკონში შემწვარი 1 ფილე, ფილეს ზემოდან ბროკოლის მასის 1/4, შევწვათ 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადავაბრუნოთ და კიდევ 2 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე, შემდეგ გადმოვიღოთ ხელსაწმენდზე, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწრეტოს. ანალოგიურად მზადდება დანარჩენი სამი ბულბურგერიც. სოუსის მოსამზადებლად კარაქში მოვხალოთ ფქვილი, დავასხათ რძე და მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე. ჩავუმატოთ დარჩენილი გახეხილი ყველი და მდნარი ყველი, გავუწყოთ მარილი და ვხარშოთ 3 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიტანის წინ თითოეულ ბულბურგერს მოვასხათ სოუსი და სოკოსა და ხახვის შენაწვავი ცხიმი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული