Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზი ფსტით

საჭირო მასალა: 3 თავი ხახვი, 2 ცალი ფორთოხალი, 3 ღერი ბაზილიკი (ან 0,5 ჩ.კ. ხმელი), 25 გ ფსტა,  300 გ ორაგულის ფილე, 2 ს.კ. ზეთი, 2 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი სიგრძეზე მსხვილად დავჭრათ. 1 ფორთოხალი გავფცქვნათ, მოვაშოროთ თეთრი ნაწილი და დავჭრათ. მეორე ფორთოხალი დავმდუღროთ, გავამშრალოთ და გავაცალოთ ცედრა. შემდეგ გავჭრათ და გავწუროთ. ფსტა მსხვილად დავფქვათ. ორაგულის ფილე 6 ნაწილად დავჭრათ. თითოეულს  წავუსვათ ზეთი და მოვაყაროთ ფსტა. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და  დავუმატოთ ხახვი. 4-5 წუთი საშუალო ტემპერატურაზე ვშუშოთ, დავაყაროთ მარილი და პილპილი. ფორთოხლის ცედრა და წვენი ავურიოთ ძმარში, დავასხათ ტაფაზე და განვაგრძოთ შუშვა. როცა წვენი დუღილს დაიწყებს, დავუმატოთ დაჭრილი ფორთოხალი, ბაზილიკი და კარგად ავურიოთ, შემდეგ გადმოვიტანოთ ლანგარზე. თევზის ნაჭრები მოვათავსოთ მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე და თითოეულ მხარე 30 წამის განმავლობაში შევწვათ. შემწვარი თევზის ნაჭრები დავაწყოთ მოშუშულ ხახვზე და ისე მივიტანოთ სუფრასთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული