Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სიახლე კანონში ‘ვაზისა და ღვინის შესახებ’

თინა შავაძე

შემოდგომის დაწყებამდე ერთი თვე დარჩა. თუ როგორი იქნება რთველი-2008 ფერმერებისა და ბიზნეს ჯგუფებისთვის ჯერჯერობით უცნობია. იმედია, გასული დრამატული რთველის შემდეგ, ფერმერებმა და მთავრობამ კარგად გაიაზრეს, ყურძნის დაბინავების ოპტიმალური გეგმა.

დღემდე კონკრეტულ სამუშაოებზე არავინ საუბრობს, მაგრამ აღნიშნულ სექტორში გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. პარლამენტის წევრებმა მოსავლის დაზღვევასთან დაკავშირებით, სადაზღვეო კომპანიების მონაწილეობით, ფერმერებთან შეხვედრები უკვე გამართეს. მოქმედ კანონმდებლობაში გასულ კვირას შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ღვინის ბიზნესით დაკავებული ბაზრის მოთამაშეები ახალ წესებს უნდა დაემორჩილონ.

სამომავლოდ, ცვლილების შესაბამისად, ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებლებს ღვინის ბრენდის დამზადება გაუადვილდებათ. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით ღვინის ბრენდის დამზადება შესაძლებელი იყო მხოლოდ არანაკლებ 3-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან. ეს შეზღუდვა მოიხსნა და ახალი წესით კომპანიებს საშუალება ექნებათ ახალგაზრდა ღვინის ბრენდის დამზადება ერთწლიანი და სამ წლამდე დაძველების საბრენდე სპირტებისაგან.

საქმე იმაშია, რომ გასულ შემოდგომაზე ქვეყნაში ჭარბი ყურძნის მოსვალის ჩაბარებაზე კომპანიებმა უარი განაცხადეს. მაშინ მთავრობამ მიიღო სათანადო გადაწყვეტილება და საკონიაკე მასალების დამზადების მიზნით, ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყო. თანხის ათვისებისთვის საჭირო გახდა მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი "საქართველოს კანონი "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვილებების შეტანის თაობაზე". მაგრამ წარდგენილი პროექტის განხილვაზე წინა მოწვევის პარლამენტში უარი განაცხადეს. სამაგიეროდ, მიმდინარე წლის ივლისში ახლად არჩეულმა პარლამენტის წევრებმა აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და გასულ კვირას დაამტკიცეს.

საქართველოს კანონის "ვაზისა და ღვინის შესახებ" 27 მუხლი 8 პუნქტისგან შედგება, რომელიც ბევრ ქვეპუნქტს მოიცავს. აღნიშნული მუხლი შეეხება ღვინის ბრენდების კატეგორიებს, დამზადების წესს, ხარისხის განსაზღვრის წესს და რაც მთავარია, ადგილწარმოშობის დასახელებას. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ბრენდია ღვინის საბრენდე სპირტებისგან დამზადებული უმაღლესი ხარისხის ღვინის ბრენდი, რომლის ასაკი არანაკლებ ექვსი წელია. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებით კანონიდან "ვაზისა და ღვინის შესახებ" 27 მუხლი საერთოდ ამოვარდნილია, მხოლოდ პუნქტი სამია შენარჩუნებული და დამატებულია ახალი პუნქტი "3-წლიანი დავარგების მსგავსი საბრენდე სპირტებისაგან ღვინის დამზადების შესახებ."

მოქმედ კანონმდებლობაში ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კანონის 27- მუხლი, რომლის მიხედვითაც ღვინის ბრენდის კატეგორიებს დაემატა ახალგაზრდა ღვინის ბრენდი და ღვინის ბრენდის დამზადების შესაძლებლობა განისაზღვრა ახალგაზრდა ღვინის ბრენდისგან - ერთიდან სამ წლამდე საბრენდე სპირტისგან. 27- მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: "მუხლი 27. 1. ხარისხის მიხედვით დადგენილია ღვინის ბრენდის და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ბრენდის შემდეგი კატეგორიები: ღვინის ბრენდი; ახალგაზრდა ღვინის ბრენდი; ღვინის ბრენდი ძველი; ღვინის ბრენდი ძალიან ძველი; ღვინის ბრენდი საკოლექციო.

ამის გარდა, ღვინის ბრენდი მზადდება მუხის კასრებში, მომინანქრებულ ავზში ჩაწყობილ, გაუაქტივებელ ან გააქტივებულ მუხის ტკეჩებზე (დავარგებული) საბრენდე სპირტებისგან: კერძოდ, ახალგაზრდა ღვინის ბრენდი-ერთწლიდან სამ წლამდე საბრენდე სპირტებისაგან; ღვინის ბრენდი სამწლიანი-არანაკლებ 3-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისაგან; ღვინის ბრენდი ოთხწლიანი- არანაკლებ 4-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისაგან; ღვინის ბრენდი ხუთწლიანი - არანაკლებ 5-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისაგან.

ღვინის ბიზნესის ექსპერტები ეჭვს გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ 3-წლიანი დავარგების მსგავსი საბრენდე სპირტებისაგან კონიაკის დამზადება და ასეთი სპირტის ტექნოლოგიურად გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია და აღნიშნული ცვლილებით, ბაზარზე უხარისხოდ წარმოებული ქართული კონიაკი გამოჩნდება. მაშინ როცა დღეს ქართული წარმოების ხარისხიანმა ალკოჰოლურმა სასმელმა დაკარგა ბაზარი, ხოლო უხარისხო წარმოების კონიაკი სად უნდა გაიყიდოს, ვარაუდის გამოთქმა ძნელია. ალბათ, შესაძლებელია ის მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გასაღდეს.

რაც მთვარია აღნიშნული ცვლილებით მოიხსნა შეზღუდვა, რომლის თანახმადაც 2012 წლის 1 აპრილამდე ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ჩამოსხმა ნებადართული იყო მევენახეობის იმავე ზონის გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ფარგლებში. 

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული