Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ექსპორტი და ტენდენციები - 2024 წლის 3 თვის მონაცემები

2024 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საზღვარგარეთ 29 789 331 ლიტრი ღვინო გაიგზავნა, რაც 54%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის მონაცემი დროის ამავე პერიოდში. ქვეყნის ძირითადი ექსპორტი ისევ რუსეთში გადის, თუმცა წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელზე 74%-ით მეტია, გაგზავნილი ღვინის რაოდენობა 24 113 699 ლიტრს უდრის. 

მეორე ადგილას ისევ პოლონეთია, 3 თვეში 1 583 253 ლიტრია ექსპორტირებული, რაც 26%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. უკრაინაში რაოდენობა, ფაქტობრივად, იგივეა, 1 091 494 ლიტრი, შარშანდელთან შედარებით ძალიან მცირე, 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ყაზახეთი კი მეოთხე ადგილასაა, სადაც 5%-იანი კლება შეინიშნება და რაოდენობა 622 068-ს უდრის. კლება უფრო აშკარაა ჩინეთში, სადაც იგივე დროის განმავლობაში გასულ წელს 40%-ით მეტი, 725 662 ლიტრი ღვინო გააგზავნეს.

გერმანიაში რაოდენობრივად 30%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც თანხობრივად 36% ზრდას ნიშნავს, 42%-ით მეტი ღვინოა ექსპორტირებული ესტონეთში და არაბთა საამიროში. საინტერესოა კანადაც, სადაც 46%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით გაგზავნილი ღვინის რაოდენობა, ხოლო ღირებულება კი 110%-ითაა გაზრდილი. 

განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ავსტრიაშიც (+272%) სადაც მთლიანობაში წელს 6 700 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რისი ღირებულებაც 26 000 $-მდეა. ისრაელში თუ შარშან 60 ათასი ლიტრი ღვინო გაიგზავნა, წელს რაოდენობა 80 000-მდეა. 

მთლიანობაში, უნდა ითქვას, რომ დადებითი ტენდენცია გრძელდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ისევ და ისევ, მეტი საექსპორტო ბაზრის ათვისებაა.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 29,7 მლნ ლიტრი ღვინო, რაც 54%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

“ღვინის ეროვნული სააგენტოს” მოწოდებული ინფორმაციით ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა 48%-ით და 83,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოში წარმოებულ სპირტიანი სასმელების ექსპორტმა, საანგარიშო პერიოდში, შეადგინა 10,3 მლნ ლიტრი, რაც 32%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სპირტიანი სასმელების რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 57 მლნ.-მდე აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა 43%.

1 ლიტრი ქართული ღვინის საშ. საექსპორტო ფასი 2024 წ.-ის 3 თვის მონაცემებით 2,81 აშშ დოლარს შეადგენს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული