Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველაზე იაფფასიანი ვისკი

მსოფლიოში ყველაზე იაფი ვისკი ლაოსში შეგიძლიათ შეიძინოთ – ამ სასმელის ერთი სტანდარტული ბოთლის ფასი 75 ცენტს არ აღემატება. ცნობილია, რომ  ყველაზე იაფი პროდუქცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზეა. აქამდე ყველაზე ხელმისაწვდომ ალკოჰოლურ სასმელად რუსული არაყი ითვლებოდა, თუმცა ზოგიერთმა საკანონმდებლო ცვლილებამ არყის  ფასის გაზრდა გამოიწვია და ეს სასმელი ახლა უკვე წინანდელთან შედარებით ხუთჯერ ძვირი ღირს, ვიდრე ლაოსური ვისკი. ბრინჯისგან დამზადებულ ვისკის, რომლის სიმაგრეც 40-45% აღწევს, ადგილობრივები ,,ლაო-ლაოს” უწოდებენ. მისი შეძენა ყველგან შეიძლება – სოფლებშიც, სუპერმარკეტებშიც  და ტურისტულ ცენტრებშიც. მართალია, ვისკი უბრალო და იაფფასიანია, მაგრამ სულაც არ აქვს ცუდი გემო. როგორც ამბობენ, ზოგიერთ ტურისტს ასეთი დაბალი ფასი აფრთხობს, მათ ჰგონიათ, რომ სასმელის ხარისხი ფასის შესაბამისია, მაგრამ სინამდვილეში ვისკი ,,ლაო-ლაო” სასიამოვნო, რბილი  დასალევია და ვანილის არომატი დაკრავს. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული