Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა „თავანკარი“, მცირე მარნების ანთოლოგია (70)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- კომპანია „ვაინ ექსი“ 2015 წელს დაარსდა და 8 სახეობის ღვინოს აწარმოებს, ბრენდით „თავანკარი“.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ვენახი თელავის რაიონში, სოფელ იყალთოში გვაქვს, სადაც კახური მწვანეს ვენახია გაშენებული. წელს ახალ ვენახსაც ვაშენებთ, სადაც სიმონასეული იქნება.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- 8 სახის ღვინოს ვაწარმოებთ: კლასიკური თეთრი, კლასიკური წითელი, ქარვისფერი ქვევრის, წითელი ქვევრისა და წითელი ნახევრადტკბილი. 2021 წელს კომპანიამ ქვევრში ნატურალურ წითელი და ქარვისფერი ღვინის წარმოება დაიწყო.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ჩვენი კომპანიის დაარსება და პირველი პროდუქციის გამოშვება მაღაზია „8000 მოსავლის“ გახსნას დაემთხვა. ჩვენი პირველი ღვინო აქ შევიტანეთ.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- ექსპორტი ევროპის ქვეყნებში გვაქვს.

- გაიხსენეთ უცხოურ ბაზარზე ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება. რომელი ქვეყნის ბაზარზე გაყიდულა/იყიდება თქვენი პროდუქცია?

- პირველად ღვინო 2015 წელს საფრანგეთში გავგზავნეთ. დღეს პროდუქციის დიდი ნაწილი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადის - საფრანგეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, ნორვეგიაში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და უკრაინაში.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ყველაზე დიდი პრობლემა ფინანსებთან წვდომაა. წლიური 18% საპროცენტო განაკვეთი კომპანიისთვის, წარმოების დაწყებიდან ორი წლის შემდეგ (ვგულისხმობ ყურძნის შეძენიდან ღვინის გაყიდვამდე პერიოდს), დამღუპველია. მეორე ყველაზე დიდი პრობლემა მუშახელია.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- რუსეთის და დსთ-ს ქვეყნების იაფიან ბაზრებზე დამოკიდებულება. სახელმწიფოს მხრიდან ყურძნის მიღება და სუბსიდირება. ამ პირობებში მევენახეს მაღალი ხარისხის ყურძნის მოყვანის სურვილი უქრება. ასევე, ადგილწარმოშობის ზონები არასწორად მიმაჩნია.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ვურჩევდი განსხვავებული ჯიშის ღვინოები აწარმოონ. მევენახეობა და მეღვინეობა სხვადასხვა დარგია. სანამ მეღვინეობას დაიწყებენ, შესაბამისი ცოდნა შეიძინონ. აუცილებელია წინასწარ კონტაქტები, თუ სად გაყიდიან ღვინოს, მოძიებული ჰქონდეთ და ღვინის წარმოება შემდეგ დაიწყონ. ექსპერიმენტები და სიახლეები აუცილებელია.

მარნის მისამართი: თელავი, ვარდისუბანი

ტელეფონი: 599 98 70 50

ელფოსტა: wine@tavankari.ge

ვებ/ფეისბუკ გვერდი:  www.tavankari.ge

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული