Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კერძო სექტორი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები დღითიდღე იზრდება. ეს  ალკოჰოლურ სასმელსაც შეეხება, პარალელურად კი კომპანიები რუსულ ბაზარზე ოპერირებაზე უარს ამბობენ. როგორც სახელმწიფოები, ისე კერძო კომპანიები, მათ შორის მეღვინეებიც, უკრაინას სხვადასხვანაირად ეხმარებიან - რუსული პროდუქციის გაყიდვაზე უარის თქმითა თუ ლტოლვილებისთვის თანხის შეგროვების სახით.

კერძო სექტორი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. სხვადასხვა ამერიკულ ბარში ღონისძიებები ეწყობა, რომელთა საშუალებითაც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თანხა გროვდება. აქტივობების ნაწილი აპრილის დასაწყისშიცაა დაგეგმილი, ერთ-ერთი მაგალითია Keuka Kafe.

მასაჩუსეტსის შტატის ერთ-ერთი ღვინის მაღაზიაც უკრაინელების დასახმარებლად ფულის შეგროვებას იწყებს. მაღაზია, რომელიც ლენოქსში მდებარეობს, ღვინის გაყიდვების ნაწილიდან შემოსულ მთლიანს თანხას World Central Kitchen-ში გადარიცხავს. ეს არის არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს განსაკუთრებით აქტიურად ეხმარება. თავად მასაჩუსეტსში მდებარე მაღაზია კი დაინტერესებულ პირებს, რომელთაც უკრაინისთვის დახმარება სურთ, დამატებით ინფორმაციასაც აწვდის.

კერძო სექტორი იაპონიაშიც უკრაინას აქტიურად უჭერს მხარს  და მათთვის თანხების მოგროვებას სხვადასხვა საშუალებით ცდილობს. ერთ-ერთი საშუალება ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების გაყიდვებიდან შემოსული თანხაა. საქველმოქმედო ღონისძიებებში განსაკუთრებით აქტიურადაა ჩართული იაპონიაში მცხოვრები უკრაინელი მეღვინე, რომელიც ადგილობრივ მაღაზიებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. იგი უკრაინული ღვინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს ლტოლვილთა დასახმარებლად რიცხავს, ასევე აპრილში საქველმოქმედო საღამოს მოწყობაა დაგეგმილი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული