Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხრახნიანი საცობი შამპანურისთვის

ცქრიალა ღვინოების ტრადიციული საცობი, როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდება.  იტალიურმა კომპანია Guala Сlosers-მა, რომელიც სწორედ საცობების წარმოებითაა ცნობილი, ცქრიალა ღვინისთვის ხრახნიანი საცობი გამოუშვა. სიახლე, რომელსაც სახელად Viiva ეწოდა, კომპანიამ მინის ტარის მწარმოებელ ფირმა O-I Glass-თან ერთად შეიმუშავა. როგორც Guala Сlosers-ში აცხადებენ, ახალი ხრახნიანი საცობი საშუალებას იძლევა ცქრიალა ღვინის თვისებები მისი გახსნისა და ხელახლა დახუფვის შემდეგაც დიდხანს შენარჩუნდეს, ამდენად გახსნისთანავე მისი ბოლომდე დალევა საჭირო აღარ იქნება. კომპანიის წარმომადგენლის, სიმონ იუდელევიჩის თქმით, ხრახნიანი საცობის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ნატურალურ საცობზე გაჩენილი სოკოვანი ნივთიერებები შამპანურ ღვინოს გემოს უცვლიდა და ე.წ. “საცობის არომატს” აძლევდა,  ამჯერად კი მომხმარებელი ამისგან დაცული იქნება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული