Home
ქართული | English
ივლისი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

მულტიმედია

კომენტარები

ვაზის სამყნობად ახალი სახსარი და სინოტიეს წინააღმდეგი საშუალება

ვაზის სამყნობლად ახალი სახსარი. საფრანგეთის საბაღოსნო საზოგადოებაში ეხლა-ხანს ჩამოაგდეს ბაასი ვაზის მყნობაზედ. სასარგებლოდ დაინახეს, რომ ამერიკის ვაზი და საფრანგეთისა ერთად შეახორცონ, ამყნონ. ყოველი მათგანი უნდა იყოს ათი გოჯის სიგრძე. ორთავე ჯიშის სამყნობ რქას ბოლოებზედ მცირეოდენად ტყავს აცლიან, ერთმანერთს ბოლოებით აკრავენ და მიწაში ერთ გოჯზე ურჭობენ. პირველ წელიწადს ამერიკის რქას, რაწამ კვირტები გამოუვა და ფურჩქნას დაიწყეს, მაშინვე ამ კვირტებს აცლიან, რომ ორთავეს ძალა საფრანგეთისაზედ გადავიდეს. მეორე წელიწადს ორთავე ჯიშის რქა ბოლოში სრულიად დაიდუღებს ხოლმე და მაშინ ამრიკულ რქას შედუღებულ ადგილას ძირში სჭრიან.

***

სინოტიეს წინააღმდეგ საშუალება. ირლანდიის ზღვის პირის ერთ მაიაკს შეუწყვეტელ ტალღების-ცემისაგან კედლები იმდენად გაუფუჭდა, რომ დანგრევას ჰლამობდა. ერთი გამოცდილი მოხუცებული მხატვრის რჩევით ამ მაიაკის საძირკველს ფაფის სისქედ გაკეთებული წამალი წაუსვეს, სამღებრო ზეთისა, წმინდა ქვიშისა და გრეიფრუტისაგან გაკეთებული. მას აქეთ თურმე მაიაკს არავითარი შიში აღარა აქვს დანგრევისა, და ერთი წვეთი წყალიც ვერ ჟვანავს მისს კედლებში. ცხადია, რომ ისეთი უბრალო საშუალება სხვა შენობებისთვისაც სასარგებლო იქნება, მეტადრე სარდაფებისათვის, სადაც უფრო არის ხოლმე სინოტიე.

ცნობები გამოქვეყნდა: მეურნე. - 1889. - N22. - გვ.7-8

მასალა მოგვაწოდა ორგანიზაცია Nova societas–მა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.