Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ვარდისფერი ღვინოების ბაზარი

კომპანია  Nielsen-ის მარკეტინგის ანალიტიკოსებმა ვარდისფერი ღვინოების პოპულარობის ვარდნა დააფიქსირეს. მათი მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვარდისფერების გაყიდვა ბაზარზე 2%-ით დაეცა. ამას თან დაერთო ვალუტის არასტაბილური კურსი, რამაც ამ ტიპის ღვინოების 5%-იანი გაძვირება გამოიწვია. თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ღვინით მოვაჭრეები და აცხადებენ, რომ ვარდისფერ ღვინოზე მოთხოვნა შეუდარებლად გაზრდილია. ამასვე ადასტურებენ ღვინით მოვაჭრე მაღაზიათა ქსელ Laithwaites-ის წარმომადგენლები. მათი თქმით, როზეს გაყიდვები არ შემცირებულა და ეს ღვინო კვლავინდებურად პოპულარულია, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც მას ბარბექიუზე მისაყოლებლად ყიდულობენ.

სუპერმარკეტების ქსელ Waitrose-ს წარმომადგენლების განცხადებით კი,  ვარდისფერი ღვინოების გაყიდვა ყოველწლიურად 77%-ით მატულებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123