Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფეხბურთის იტალიელი ვარსკვლავი მეღვინეობას იწყებს

იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო მომავალში მეღვინეობას აპირებს. “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების  ნახევარმცველმა გადაწყვიტა, ოჯახური ბიზნესი გააფართოვოს და ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ბრეშიაში გაშენებულ მარანს - Pratum Coller -ს უკეთ მიხედოს. პირლოს განზრახული აქვს, სპორტული კარიერის დასრულებისთანავე მეღვინეობას მიჰყოს ხელი და ეს საქმე ძირფესვიანად შეისწავლოს. “ბავშვობაში აქ ხშირად ჩამოვდიოდი და სხვებთან ერთად ბებიას ყურძნის კრეფაში ვეხმარებოდი. ღვინის სმასაც პატარაობიდანვე მიმაჩვიეს, ოღონდ მაშინ დედა ღვინოში წყალს მიმატებდა ხოლმე,” – იგონებს სახელგანთქმული ფეხბურთელი. პირლოს თქმით, მას ძალიან მოსწონს, როცა ღვინის შესახებ კითხულობს, სახეობებში ერკვევა და სხვადასხვა რეგიონისა და სახეობის ღვინოს აგემოვნებს. საოჯახო ბიზნესის გასავითარებლად პირლოს გადაწყვეტილი აქვს, საკუთარ მამულში, უპირველესად, ევროპიდან და მთელი მსოფლიოდან მოიზიდოს ტურისტები. “აქამდე დიდი ძალისხმევა არ გამოგვიჩენია, რომ ჩვენი ღვინო ბაზარზე კარგად გაყიდულიყო. სულ ცოტა ხნის წინ კი ონლაინ ვაჭრობა დავიწყეთ და ხალხმა ნელ-ნელა გაგვიცნო. ცხადია, ჩვენს ბრენდს დამფასებლები ადრეც ჰყავდა, მაგრამ ახლა უკვე ვიზრუნებთ, რომ ის უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს და შეიყვაროს,” – განაცხადა პირლომ.

ფეხბურთელმა სხვა სამომავლო გეგმებიც გაახმაურა და საზოგადოებას აუწყა, რომ მამულში მთელი რიგი ცვლილებები მოხდება – მას განზრახული აქვს, რესტორანი და პატარა სასტუმროც ააშენოს - სტუმარს საშუალება ექნება, იტალიის უმშვენიერესი ბუნების წიაღში დაისვენოს და თან უგემრიელესი ღვინო და კერძები დააგემოვნოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული