Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცოლიკოური, ზურაბ ღვალაძის მარანი, 2015

მეორე ობჩაში, ღვალაძეების საოჯახო მარანი ბევრ თქვენთაგანს შეიძლება 2011 წლის მოსავლის ღვინით გახსოვდეთ. სწორედ ეს ღვინო იყო ღვალაძეების პირველი ღვინო, რომელიც ქართულ ბაზარზე გამოვიდა. მაშინ პროექტმა „ღვინის კერამ“ წარუდგინა ეს ღვინო ქართველ მომხმარებელს. ამჯერად უკვე ზურაბ ღვალაძის მარნის სახელით შეგიძლიათ იპოვოთ ეს ჩალისფერი, ძალზე სასიამოვნო და ეფექტური ობჩური ცოლიკოური. საკმაოდ მაღალი ალკოჰოლის მიუხედავად (13,3%) ძალზე ჰაეროვანი, ციცხალი და ხალისიანი ღვინოა, მცირედი ბუშტუკებით. ხილის ყვავილების, თეთრი ხილის (თეთრი თუთა, ანანასი, თეთრი ქლიავი) და მცენარეული ტონებით. სასიამოვნო, გამჭოლი მჟავიანობა კარგად აგვირგვინებს ღვინოს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული