Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვამპირული ღვინო

კალიფორნიელი მეღვინე, კომპანია Vampire Vineyards-ის დამფუძნებელი მიშელ მეჩეტი ღვინის ბაზარზე ახალი პროდუქციით წარდგება. მისი თქმით, ის ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ოცნებობდა ვამპირული ღვინის შექმნაზე. ,,ყოველთვის მიყვარდა ღვინის დაგემოვნება, ჩემი მეგობრები კი კარგად ერკვეოდნენ ღვინოში. მახსოვს, ზოგიერთი ღვინის სახელწოდების წარმოთქმასაც კი ვერ ვახერხებდი რიგიანად. სწორედ მაშინ მომივიდა თავში იდეა, შემექმნა ღვინოები სახალისო და საინტერესო სახელწოდებებით,” – განაცხადა მეჩეტმა. Vampire Wine ამ კომპანიის ერთ-ერთი პირველი პროდუქტია, მისი ფასი საშუალოდ 10 დოლარია. დაახლოებით 20 დოლარი ღირს ამავე კომპანიის ღვინო Dracula, ხოლო ღვინო Dracula Pinot Noir, რომელიც ფრანგული მუხის კასრებშია დავარგებული, 35 დოლარი ღირს. ვამპირული მარნის ღვინის ხაზებია აგრეთვე: Chateau du Vampire (25-35 დოლარის საფასო სეგმენტი), Trueblood (ბოთლის ფასი 30 დოლარიდან) და სხვ. კომპანიის სადეგუსტაციო ოთახი სრულიად შეესაბამება მის სახელწოდებას. Vampire Lounge მარნის ნაცვლად ლოს-ანჯელესში, სანტა მონიკას ბულვარზე მდებარეობს და მუშაობას შუაღამის 2 საათზე იწყებს. მეჩეტის თქმით, Vampire Lounge ჩვეულებრივი ღვინის ბარია, სადაც ტრადიციული დეგუსტაციებიც ეწყობა. ,,სხვა კომპანიების სადეგუსტაციო ოთახებისგან განსხვავებით, ჩვენ ხალხს დეგუსტაციის დამთავრების შემდეგ ქუჩაში არ ვყრით,“ – აცხადებს მეჩეტი. ვამპირული ღვინის შემქმნელი ბიზნესმენის ფანტაზია უფრო შორს მიდის და მხოლოდ ღვინის სფეროთი არ კმაყოფილდება - მეჩეტი გეგმავს წარმოებაში ჩაუშვას ვამპირული ბოკლები, ზეითუნის ზეთი, შოკოლადი, ყავა და ა.შ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული