Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

უკრაინამ არყის წარმოება შეამცირა

2010 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, უკრაინაში არყის წარმოება 19%-ით შემცირდა. მაისში ქვეყანაში 4 მილიონი დეკალიტრი არაყი ჩამოისხა, აქედან ექსპორტზე 630 000 დეკალიტრი არაყი გავიდა. იანვარი-მაისის მონაცემთა მიხედვით, ამ პერიოდში უკრაინამ 20 მილიონ დეკალიტრზე მეტი ალკოჰოლური სასმელი აწარმოა, აქედან 15,5 მილიონი დეკალიტრი არაყზე მოდის.

 2009 წლის დასაწყისთან შედარებით, ალკოჰოლური პროდუქციის წარმოების მოცულობა უკრაინაში 12%-ით შემცირდა, თუმცა, ამავე დროს, ექსპორტი მთელი 18%-ით გაიზარდა.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234