2010 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, უკრაინაში არყის წარმოება 19%-ით შემცირდა. მაისში ქვეყანაში 4 მილიონი დეკალიტრი არაყი ჩამოისხა, აქედან ექსპორტზე 630 000 დეკალიტრი არაყი გავიდა. იანვარი-მაისის მონაცემთა მიხედვით, ამ პერიოდში უკრაინამ 20 მილიონ დეკალიტრზე მეტი ალკოჰოლური სასმელი აწარმოა, აქედან 15,5 მილიონი დეკალიტრი არაყზე მოდის.