Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უფასო სასმელი დეპუტატებს რყვნის

დიდი ბრიტანეთი ცნობილია თავისი ალკოჰოლური ტრადიციებით. უბრალო მოქალაქეებს ალკოჰოლის სიყვარულში არც ხალხის რჩეულნი ჩამორჩებიან, ხშირ შემთხვევაში კი აჭარბებენ კიდეც. ამ საკითხით ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრი სარა უილასტონი დაინტერესდა. მისი განცხადებით, ბრიტანელი დეპუტატები ალკოჰოლისადმი განსაკუთრებული ლტოლვით გამოირჩევიან და ამაში დამნაშავე სხვადასხვა ღონისძიებაზე უხვად შეთავაზებული უფასო სასმელია. უოლასტონი პროფესიით ექიმია, სასამართლო სამედიცინო ექსპერტად მუშაობს და საქმიანობიდან გამომდინარე, ალკოჰოლის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს. მას სურს, რომ პარლამენტარებმა მეტი ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემას და მის გადასაჭრელად რამე მოიმოქმედონ. უოლასტონის აზრით, საჭიროა განისაზღვროს ალკოჰოლის ის დოზა, რომლის მიღებაც დეპუტატებისთვის დაშვებული იქნება სამუშაო საათებში. ქვეყნის მთავრობამ, რომელიც ანტიალკოჰოლურ კამპანიაზე მუშაობს, პირევლ რიგში თავად უნდა უჩვენოს მაგალითი რიგით მოქალაქეებს - აცხადებს უოლასტონი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული