Home
ქართული | English
ივლისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უელსელი მევენახე უკეთესი მოსავლის მისაღებად მატყლს იყენებს

უელსელი მევენახის ახალი იდეა შესაძლოა რევოლუციური აღმოჩნდეს ქვეყნის ღვინის ინდუსტრიისთვის.

ჩრდილოეთ უელსში მდებარე ერთ-ერთ ვენახში ვაზის ძირებში ცხვრის მატყლს აფენენ და ამ გზით ებრძვიან მავნე მწერებს, იუწყება BBC. მათი თქმით, ამ მეთოდის წყალობით, მაქსიმალურად შეამცირეს ვაზის მოვლისას ქიმიური საშუალებების გამოყენება და მოსავლის ხარისხიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ვაზის ძირებში მატყლის დაფენის მეთოდის შესახებ პირველად ცნობილმა უელსელმა ფერმერმა, გარეტ ვინ ჯონსმა მოუთხრო მაყურებელს, როდესაც ის მევენახეობა Gwinllan Conwy Vineyard-ს ეწვია. მევენეხეობის მფლობელი, კოლინ ბენეტი, ახალი მეთოდის შედეგებს ,,ფენომენალურს“ უწოდებს. მისი თქმით, ცხვრის მატყლი ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, ამცირებს ვაზის დაავადებებს, აფრთხობს მავნებლებს, მაგალითად, ლოკოკინებს, ირეკლავს მზის სინათლეს, ყურძენი უკეთესად მწიფდება და, საბოლოო ჯამში, ვენახი უკეთეს მოსავალს იძლევა. ბენეტი იმედოვნებს, რომ ამ მეთოდის წყალობით, მისი ვენახები, რამდენიმე წელიწადში მთლიანად ორგანულ მეურნეობად გადაიქცევა, უელსელ მეცხვარეებს კი შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდებათ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული