Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტროი კალესკე - ბაროსას წლის მეღვინე

ბაროსას ხეობის (ავსტრალია) 2008 წლის საუკეთესო მეღვინის საპატიო წოდება ტროი კალესკეს მიენიჭა. კალესკემ ესტიტული მიიღო ბაროსას რეგიონის ავტორიტეტული პროფესიული ორგანიზაციის - Barons of Barossa მიერგამართულ ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალზე.

ეს ორგანიზაცია 1974 წელს დაარსდა ბაროსას ხეობის ღვინოების მხარდასაჭერად. Barons of Barossa ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო მეღვინეებს და აღნიშნავს მათ ღვაწლს რეგიონის მეღვინეობის განვითარებაში. ორგანიზაცია იმ ღვინოებს გამოყოფს, რომლებშიც საუკეთესოდ ჩანს რეგიონის თავისებურებები.

ტროი კალესკესთვის 2008 წლის გამარჯვება პირველი არ ყოფილა. 2007 წელს მან მიიღო ტიტული "ავსტრალიის 2007 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეღვინე". ეს ტიტული დაწესებულია პრესტიჟული ავსტრალიური ორგანიზაციის, The Wine Society-ს მიერ.

კალესკების ოჯახს მევენახეობის დიდი ხნის ტრადიცია აქვს. ამ გვარის ხუთი თაობა რეგიონში საუკეთესო ვენახებს ფლობდა და მოსავალს სხვადასხვა კომპანიებზე ჰყიდდა. სწორედ ამ ყურძენს ამატებდნენ ღვინოში - Penfolds Grange (ყველაზე ცნობილი ავსტრალიური ღვინო). 2002 წლიდან კი ახალგაზრდა ტროიმ წარმოების შექმნა და საკუთარი მარკის ღვინოების გამოშვება გადაწყვიტა.

კალესკეს ვენახები სხვადასხვა ასაკისაა. ყველაზე ძველი 1875 წელსაა ჩაყრილი, ხოლო ახალგაზრდა ვენახები დაახლოებით 50 წლისაა. ვენახებს საშუალო მოსავლიანობა ახასიათებს. გამოიყენება ორგანული და ბიოდინამიური მეთოდები.

 

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული