Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ქაშაყი მდოგვისა და ღვინის მარინადში

საჭირო მასალა: 2 ს.კ. შაქარი, 1 ს.კ. მდოგვის მარცვლები, 100 მლ ზეთი, 100 მლ მშრალი წითელი ღვინო, 2 ს.კ. “ბალზამიკო,” 300 გ ნაკლებად მარილიანი ქაშაყის ფილე, შეიძლება მთლიანი თევზიც, 0,5 ჩ.კ. თეთრი და შავი პილპილის მარცვლები, 3 ღერი კამა, 1 ცალი დაფნის ფოთოლი.

მომზადება: ღვინო და ძმარი გავაცხელოთ, ჩავუმატოთ შაქარი და როცა ღვინოში კარგად გაიხსნება, გავაგრილოთ. ფილე დავჭრათ ნაჭრებად. მარინადის მასალა კი კარგად გავთქვიფოთ და თანდათან დავუმატოთ ზეთი, მოვათავსოთ შიგ დაფნის ფოთოლი, პილპილისა და მდოგვის მარცვლები და დაჭრილი კამა. მომზადებული მარინადი მოვასხათ მინის ჭურჭელში მოთავსებულ თევზს და 2-3 დღით დავდგათ მაცივარში.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თემა:

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული