Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სტრადივარიუსის ღვინო 10 ათას დოლარად

ფრანგულმა მარანმა Chateau Fombrauge-მ გადაწყვიტა ორიგინალურად აღნიშნოს მისი ღვინოებისთვის Grand Cru-ს სტატუსის მინიჭება და ბაზარზე ლიმიტირებული რაოდენობით გამოუშვა ,,სტრადივარიუსის ღვინო”. კომპანიის მფლობელის – ბერნარ მაგრეს თქმით, მათ მიერ 2008 წელს ჩამოსხმული ხუთი მაგნუმი სტრადივარიუსის ვიოლინოების ნამდვილ ფუტლიარებში შეფუთული გაიყიდება. ფუტლიარები XVIII საუკუნის დასასრულით თარიღდება, ისინი სპეციალურად დაამუშავეს, რათა მათში ბოთლები მოხერხებულად მოთავსდეს. გარდა ამისა, ფუტლიარები ოქროს ფირფიტებით შეამკეს, შიდა მხარეს კი ვინტაჟური ხავერდი გამოაკრეს, რომლითაც ადრე ვენეციის კარნავალის კოსტიუმები იკერებოდა. სტრადივარიუსის ღვინის თითოეული ასეთი ბოთლი 9,9 ათასი დოლარი ღირს და მხოლოდ Chateau Fombrauge-ს მარანში იყიდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული





StatCounter - Free Web Tracker and Counter