Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შესქელებული რძე შინაურ პირობებში

საჭირო მასალა: 200 მლ ცხიმიანი რძე, 200 გ შაქრის პუდრა, 20 გ კარაქი.

მომზადება: შაქრის პუდრა და რძე ავურიოთ, დავუმატოთ კარაქი და პატარა ქვაბით დავდგათ დაბალ ცეცხლზე. თან ვურიოთ, რომ არ გადმოვიდეს. როგორც კი ადუღდება, ცეცხლს ოდნავ მოვუმატოთ და საშუალო ტემპერატურაზე განვაგრძოთ მზადება. მასას მუდმივად უნდა ვურიოთ, რომ არ გადმოვიდეს. თუ რძე ძალიან აქაფებულია, ცეცხლს ოდნავ დავუწიოთ. ვხარშოთ 10 წუთი. შემდეგ ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავაგრილოთ. ცხელ მდგომარეობაში მასა თხელია, მაგრამ გაცივებისთანავე შესქელდება. იმისათვის, რომ შესქელებლი რძე ერთგვაროვანი იყოს, ცხელივე გავთქვიფოთ ხელის ბლენდერის საშუალებით. უფრო სქელი კონსისტენცია რომ მივიღოთ, მეტ ხანს უნდა ვხარშოთ. მივიღებთ 250

გრამ შესქელებულ რძეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.