Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სპეციალური პრეპარატი ნასვამი მძღოლებისთვის

დიდ ბრიტანეთში უკვე იყიდება ახალი პრეპარატი, რომლის წყალობითაც დალევის მოყვარულ მძღოლებს შეეძლებათ ალკოტესტი წარმატებით ჩააბარონ. ამ სიახლეს ეწინააღმდეგებიან ის ადამიანები, რომლებიც უსაფრთხო მოძრაობას უჭერენ მხარს  - ისინი პრეპარატის აკრძალვას მოითხოვენ. გაერთიანებულ სამეფოში პრეპარატ “ალკოპალით” (Alcopal) ვაჭრობა 64 წლის ბიზნესმენმა - არტურ კიბლმა დაიწყო. ბიზნესმენი წამალს ინტერნეტით, საკუთარი საიტის საშუალებით ყიდის. მისი განცხადებით, მძღოლს შეუძლია საჭეს თამამად მიუჯდეს მაშინაც კი, თუ მის ორგანიზმში ალკოჰოლის დოზა კანონით დაშვებულ ნორმას აღემატება. თუ ნასვამი მძღოლი ამ პრეპარატს მიიღებს და მას ალკოტესტზე შეამოწმებენ, ხელსაწყო ალკოჰოლის 9-ჯერ ნაკლებ შემცველობას დააფიქსირებს. თუმცა, მისტერ კიბლის განცხადებით, ის სულაც არ ამართლებს იმ მძღოლებს, რომლებიც უგონოდ მთვრალები უსხედან საჭეს. მსგავსი ჯადოსნური აბების გაყიდვა ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე აკრძალეს. დიდ ბრიტანეთში კი, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 280 ადამიანი იღუპება იმის გამო, რომ საჭესთან ნასვამი იჯდა, პრეპარატი ლეგალურად, ყოველგვარი აკრძალვის გარეშე იყიდება. პრეპარატის მოქმედება ბიზნესმენმა თავდაპირველად საკუთარ თავზე გამოსცადა და ამისთვის ბრიტანული პოლიციის მიერ აპრობირებული ალკოტესტი  - Draegar  - გამოიყენა. კიბლი ირწმუნება, რომ აბები სრულიად უსაფრთხოა და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან არის დამზადებული. მისტერ კიბლის მტკიცებით, პრეპარატი “ალკოპალი” იცავს ღვიძლსა და თირკმელებს ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისაგან, მძღოლს კი უკეთ კონცენტრირებაში ეხმარება. “ეს აბები შეიძლება გამოადგეს ნებისმიერს. მაგალითად, მძღოლს, რომელმაც 2 კათხა ლუდი დალია და ამის გამო მართვის მოწმობის 1 წლით ჩამოართმევა ემუქრება”, - განმარტავს ბიზნესმენი. დიდ ბრიტანეთში დადგენილი ნორმების მიხედვით, მძღოლის ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35 მიკროგრამს 100 მლ ამონასუნთქ ჰაერზე. მისტერ კიბლი კი ირწმუნება, რომ მის  პრეპარატს შეუძლია ეს მაჩვენებელი 4 მიკროგრამამდე ანუ თითქმის 9-ჯერ შეამციროს! უსაფრთხო მოძრაობის მხარდამჭერი აქტივისტები “ალკოპალის” აკრძალვას ითხოვენ და მას “სახიფათო და სულელურ” პრეპარატად მოიხსენიებენ. კევინ კლინტონმა -  სამეფო საზოგადოების წამომადგენელმა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილების საკითხებში, აბების გაყიდვის აკრძალვა მოითხოვა. “ეს ხომ სისულელეა. იმ იმედით, რომ მათ ჯარიმა არ ემუქრებათ, მძღოლები ნასვამები მიუსხდებიან საჭეს,” – განაცხადა მან და ბრიტანელებს მოუწოდა, უარი ეთქვათ ამ პრეპარატზე. ნისლიანი ალბიონის მცხოვრებთ კი პოლიციელები, თავის მხრივ, ურჩევენ, მანქანა სრულიად ფხიზლებმა მართონ. მათი განმარტებით, ალკოტესტი არ არის ერთადერთი საშუალება, რომლითაც სამართალდამცავები ადგენენ, მძღოლმა ალკოჰოლის დაშვებულ ზღვარს გადააჭარბა თუ არა. “თუ ბევრი დალიეთ და საჭესთან დაჯექით, ჩვენ აუცილებლად დაგიჭერთ,” – აცხადებს ბრიტანეთის საგზაო პოლიციის თანამშრომელი კრის ედვარდსი. 
 
© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.