Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სასმლის დალევის ყველაზე უცნაური ტრადიციები მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ სასმელი დიდი ხანია წვეულებებთან და დღესასწაულებთან ასოცირდება, ბევრი კულტურა ალკოჰოლს სოციალიზაციის გადამწყვეტ საშუალებად და ნაწილად მიიჩნევს. თუმცა ამ ყველაფერის მიღმა არსებობს ტრადიციებიც, რომლებიც სასმელთანაა დაკავშირებული და ბევრისთვის საკმაოდ უცნაურიც კია. სტატიაში საქართველოსაც აღმოაჩენთ: “ქართველები სადღეგრძელოებს დიდ ყურადღებას აქცევენ. სიამოვნებით ადღეგრძელებენ ყველაფერს: ოჯახის წევრებს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს. თამადა, რომელიც ტრადიციების მიხედვით სუფრას უძღვება, მთელი საღამოს განმავლობაში საკმაოდ ვრცელი სიტყვით მიმართავს სტუმრებს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მათი აზრით ღვინისა და კონიაკის გარდა სხვა სასმლით სადღეგრძელოს დალევას უიღბლობა მოაქვს და უპატივცემულობად, გულგრილობად ითვლება სადღეგრძელოს მიმართ.“ - ვკითხულობთ სტატიაში

გერმანიაში სიძის მეჯვარე და პატარძალი მოტაცების სცენას გაითამაშებენ ხოლმე, რომლის განმავლობაშიც საქმროს მინიშნებებს აძლევენ. ამ ჩვეულების თანახმად, მომავალ პატარძალს და მის “გამტაცებელს” შეუძლიათ იქამდე დალიონ სასმელი, სანამ საქმრო მათ არ იპოვის, პატარძალს არ დაიხსნის და მათ ანგარიშს სრულად არ დაფარავს. დღესდღეობით ამ “რიტუალს” უფრო ხშირად გერმანულ სოფლებში შეხვდებით.

ჩეხეთში სასმლის დალევის ტრადიციებს საკმაოდ სერიოზულად უყურებენ. აქ ყველა შეკრებისას აუცილებლად უნდა აუწიოთ ჭიქა იქ მჯდომ თითოეულ ადამიანს. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ხელების გადაჯვარედინება, როდესაც სხვა  სადღეგრძელოს ამბობს, არ შეიძლება, ასევე ჭიქიდან სითხის გადმოღვრაც ცუდის ნიშანია. 

ტაილანდში სასმლის ბოლომდე დალევა უზნეობად ითვლება. იქ სუფრაზე ყველას ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა, მისი ბოლომდე დალევის უფლება კი მხოლოდ მაშინ გექნებათ, როცა იქ მყოფი ყველაზე უფროსი ადამიანი დატოვებს სუფრას. 

ტანსანიის მასააის მეომრების ტომში რჩეული სასმელი არის თაფლის ღვინო (Honey Wine), რომელსაც ისინი ძროხის სისხლთან აერთაიებენ. როცა ისრით ძროხა დაიჭრება, შემდეგ გამოჟონილ სისხლს “ღვინოში” აურევენ და ამ სასმლით განსაკუთრებულ დღესასწაულებსა და შემთხვევებს აღნიშნავენ. ძროხას კი უვლიან და გადარჩენის “უფლებას აძლევენ”.  სამხრეთ კორეაში სოჯუს ძალიან პატივისცემით უნდა მოეპყრათ. სასმელი ორივე ხელით უნდა ეჭიროს იმას, ვინც ასხამს, მეორე მხრივ კი ჭიქაზეც აუცილებლად ორივე ხელი უნდა ჰქონდეს მოკიდებული სტუმარს. ამასთანავე, პატივსაცემ და ასაკოვან ადამიანებს სახეს არიდებენ და მათთან თვალებით კონტაქტსაც ერიდებიან. 

უნგრეთში ჭიქას, როგორც წესი, არავინ აწკარუნებს საზეიმოდ სადღეგრძელოს სათქმელად. ლეგენდების თანახმად, 1849 წელს არადის ცამეტი მოწამის (გენერლების) წარუმატებელი აჯანყებისას, როდესაც ისინი სიკვდილით დასაჯეს, ამბობენ, რომ მათი ჭიქებს ახმაურებდნენ სადღესასწაულოდ. შედეგად, მოქალაქეებმა 150-წლიანი აღთქმა დადეს, რომ სასმლის დალევის დროს არ იზეიმებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 150 წლიანი მმართველობა დასრულდა 1999 წელს, ამ უცნაურ წესს და დამოკიდებულებას უნგრეთში კიდევ შეხვდებით.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული