Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფრანგეთში მეღვინეობა წილი მცირდება

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა მეღვინეობის დარგის 2000-2010 წლის სტატისტიკური მონაცემები.

2010 წელს საფრანგეთში მუშაობდა 85200 ღვინის საწარმო, ხოლო 10 წლით ადრე კი 110000. ვენახის საერთო ფართობი ამ დროს შემცირდა 11%-ით: 876200–დან 788700 ჰექტარამდე. საფრანგეთისა და მსოფლიოს უმსხვილესი მეღვინეობის რეგიონშიLanguedoc-Roussillon-შიდღესდღეობით ვაზი 201500 ჰექტარზეა გაშენებული, რაც 21%-ით ნაკლებია 2000 წლის მონაცემებთან შედარებით. ვენახების საერთო ფართობის მიხედვით ეს რეგიონი მეორე ადგილზე იმყოფება და იკავებს 148500 ჰექტარს. აქ შემცირებამ შეადგინა 11,4%. შემცირების საერთო ფონზე გამოირჩევა ორი რეგიონი, სადაც 10 წლის განმავლობაში ვენახის ფართობი გაიზარდა, ესენია: შამპანი – 7,6%-ით (33400 ჰექტარი) და ელზასი 5,1%-ით (16200 ჰექტარი).

საფრანგეთში წარმოებული ღვინის 2/3-ზე მეტი მიეკუთვნებაPDO (Protected Designation of Origin,ყოფილიAOC - Appellation d'Origine Contrôlée) კატეგორიას.

მეღვინეობის ისეთი რეგიონები, როგორიცაა შამპანი, ელზასი, ბურგუნდია, ბოჟოლე, სავოი და იურა, ღვინოს აწარმოებენ მხოლოდ PDO-ს სტატუსით. ქვეყანაში მთლიანად წარმოებული ღვინის 28% იყიდება უშუალოდ მომხმარებელზე. 64% თითქმის თანაბრად ნაწილდება ღვინით მოვაჭრეებსა და მწარმოებელთა ჯგუფებზე. რამდენადაც მრავალი მწარმოებელი თავს მიიჩნევს ღვინოთი მოვაჭრეთა მხრიდან ძლიერი ზეწოლის მსხვერპლად, რაც თავის მხრივ გამოიხატება ღვინის ფასის კლებაში, გაყიდვის მოცულობა უშუალოდ მომხმარებელზე სტაბილურად იზრდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული