Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძვირადღირებული ალკოჰოლი ღამის კლუბებისა და ბარების მტერია

ბრიტანული დაწესებულებების დიდი ნაწილი, რომელიც ღამით ალკოჰოლით ვაჭრობს, სერიოზულ სირთულეებს გადააწყდება: ხელისუფლება აპირებს დაავალოს ადგილობრივ სალიცენზიო ორგანოს, რომელიც სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის უფლებას გასცემს, დააკისროს მათ დამატებითი გადასახადი. გაზრდილი საგადასახადო ტვირთი ღამის კლუბებისა და ბარების ნაწილს გაკოტრებას უქადის.

მსხვილ ღამის კლუბებს, რომლებიც ღამით ალკოჰოლს ყიდიან (მათი საერთო რაოდენობა 24 111 ობიექტს შეადგენს), პოლიციის დამატებითი ხარჯების დასაფარად ყოველწლიურად დამატებით 4480 გირვანქა სტერლინგის გადახდა  დაეკისრებათ. აღნიშნული პუნქტი ჩადებულია პოლიციის რეფორმისა და სოციალური პასუხისმგებლობის კანონპროექტში და ალკოჰოლით მოვაჭრე პრობლემურ დაწესებულებებზე კონტროლის განხორციელებას ისახავს მიზნად. კლუბებისა და პაბების მეპატრონეთა უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, რათა თავი აარიდოს დამატებით საგადასახადო ტვირთს. დაწესებულებათა 50-75% (დაახლოებით 12-18 ათასი დაწესებულება) კი მზადაა გადაიხადოს ეს გადასახადიც. წინასწარი შეფასებით,  ეს ღონისძიება სახელმწიფოს ყოველწლიურად 9-დან 15 მილიონამდე გირვანქა სტერლინგის შემოსავალს მოუტანს. 

ასევე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა აწესებს დამატებით გადასახადს ლუდზე, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 7,5%-ს აღემატება. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, დევიდ კემერონის წარმომადგენელმა ამ ეტაპზე უარი განაცხადა დაეზუსტებინა შესატანის ოდენობა, თუმცა აღნიშნა, რომ ცვლილება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სერიოზულად იმოქმედოს ბრიტანელთა დამოკიდებულებაზე ალკოჰოლის მიმართ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული