Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რომელ ქვეყნებში სვამენ ყველაზე მეტ ღვინოს?

ღვინის პრესტიჟული გამოცემა დეკანტერი, 2021 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, აქვეყნებს სტატისტიკას, თუ რომელ ქვეყნებში სვამენ ყველაზე მეტ ღვინოს.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ჩამონათვალში, თუ სად სვამენ ყველაზე მეტ ღვინოს, საერთო რაოდენობით, ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს.

ღვინის მოხმარება შეერთებულ შტატებში 2021 წელს 0,7%-ით გაიზარდა და 33,1 მილიონი ჰექტოლიტრი (3.31 მილიარდი ლიტრი) შეადგინა. რაც შეეხება მსოფლიოს მასშტაბით ღვინის მოხმარებას, მზარდია და 236 მილიონ ჰეტქოლიტრს მიაღწია, თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ტენდენციებია. 2021 წელს გლობალური მასშტაბით ზრდა ოთხი წლის მანძილზე პირველად მოხდა, რაც პანდემიის შეზღუდვების შემსუბუქებასთან უნდა იყოს დაკავშირებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რესტორნების გახსნა.

რაც შეეხება გლობალურ ექსპორტს, ამ მხრივ 2021 წელი რეკორდულია, ჯამში 11,6 მილიონი ჰექტოლიტრით.

ამის მიუხედავად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, მიწოდების ჯაჭვის შეფერხება არასასურველ ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს. ამ პროცესმა შესაძლოა ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები გაზარდოს, რაზეც მზარდი ინფლაციაც იმოქმედებს.

„უკრაინაში ომს ენერგორესურსებზე აშკარად აქვს გავლენა, რაც ინფლაციაზე მოქმედებს“ - თქვა OIV-ის გენერალურმა დირექტორმა პაუ როკამ პირდაპირ ეთერში პრესკონფერენციაზე. მან მიწოდების შეფერხებაზეც ისაუბრა.

რაც შეეხება 10 ქვეყანას, სადაც ჯამში ყველაზე მეტ ღვინოს სვამენ, მონაცემები შემდეგია:

აშშ: 33 მლნ. ჰლ., 0,7%-იანი ზრდა, 2020 წელთან შედარებით

საფრანგეთი: 25,2 მლნ. ჰლ., 8,6%-იანი ზრდა

იტალია: 24, 2 მლნ. ჰლ.

გერმანია: 19,8 მლნ. ჰლ.

დიდი ბრიტანეთი: 13,4 მლნ. ჰლ.

ესპანეთი: 10,5 მლნ. ჰლ., 10%-იანი ზრდა

ჩინეთი: 10,5 მლნ. ჰლ., 15,4%-იანი კლება

რუსეთი: 10, 5 მლნ, 2%-იანი ზრდა

არგენტინა: 8,4 მლნ. ჰლ., 11%-იანი კლება

ავსტრალია: 5,9 მლნ. ჰლ.

თუ მონაცემებს ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე დავიანგარიშებთ, მაშინ ათეული ამგვარად განაწილდება: პორტუგალია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ავსტრია, ავსტრალია, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები და ბელგია.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ღვინის მოხმარების კუთხით, ბევრი რამ შეიცვალა.

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) გასული წლის დიაგრამამ აჩვენა, რომ ევროპის ოთხ დიდ მწარმოებელ ქვეყანაში ღვინის მოხმარება მცირდება.

ბოლო 50 წლის განმავლობაში  საფრანგეთში ღვინის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით განახევრდა. იტალიაშიც დროის იგივე მონაკვეთში მსგავსი ტენდენციებია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული