Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ ვარჩევთ ღვინოს?

მაღაზიაში ღვინის ყიდვამდე, მართალია, ბევრს ვფიქრობთ და ვარჩევთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ზუსტად არ ვიცით, რატომ ვყიდულობთ კონკრეტულ ღვინოს. ავსტრალიელმა მეცნიერმა ლარი ლოკშინმა გადაწყვიტა, შეესწავლა ეს საკითხი. ლოკშინი, რომელიც ადელაიდას  უნივერსიტეტის ღვინის მარკეტინგის სკოლის ხელმძღვანელია, თანამემამულეებზე დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ღვინის არჩევისას მყიდველი ძირითადად აქცენტს ეტიკეტზე აკეთებს. ღვინის მყიდველთა 80% ისევ იმ ღვინოს ირჩევს, რომელიც ოდესღაც შეუძენია, თუმცა შეიძლება ამის შესახებ არც ახსოვდეს. 50% ღვინოს ირჩევს იმის მიხედვით, თუ რამდენად ნაცნობია მისთვის ყურძნის ჯიში, წარმოების ადგილი, ბრენდი ან ვინტაჟი. 30-40% ყურადღებას აქცევს ბოთლის ეტიკეტის ფერებსა და დიზაინს. 10-14%-სთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, თუ რა მედლები და ქულები აქვს მიღებული სასმელს ამა თუ იმ კონკურსზე და როგორ შეაფასეს ის კრიტიკოსებმა. გარდა ამისა, მყიდველთა დაახლოებით მესამედისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ღვინის ფასი. ამის შესახებ ავსტრალიელი ღვინის კრიტიკოსი ტონი ლავი ამბობს: ეტიკეტის დიზაინერს შეუძლია უბრალოდ დიდი ციფრებით გამოსახოს ფასი ეტიკეტზე და მორჩა, საკმარისია! რაც შეეხება კონტრეტიკეტს, მას მყიდველები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და მხოლოდ მაშინ თუ კითხულობენ, როცა ღვინო უკვე გახსნილია და ჭიქებში ისხმება, - ამბობს ლოკშინი. ხშირ შემთხვევაში ღვინის დამგემოვნებლებს  აინტერესებთ, თუ რამდენად შეესაბამება ღვინო კონტრეტიკეტზე დატანილ დახასიათებას და აღწერას.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.