Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ შეცვალა კლიმატმა მსოფლიოს მნიშვნელოვანი რეგიონების ღვინოები

მეღვინეები, რომლებიც ღვინოებს ყველაზე პოპულარულ და ცნობილ რეგიონებში აწარმოებენ, როგორიცაა, მაგალითად, ნაპას ველი და სოტერნი, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დაზარალდნენ კლიმატის ცვლილების გამო. ახლა მარნები თავიანთი ძვირფასი ვენახების დასაცავად სხვადასხვა ზომას იღებენ.

კალიფორნიაში, სადაც დიდი ხანია მიწა ხანგრძლივმა გვალვამ გამოაშრო, მეღვინეები ახალი ჯიშების მოყვანის გარდა ექსპერიმენტებსაც ატარებენ მშრალი მეურნეობისა და წყლის გადამუშავების თვალსაზრისით საფრანგეთის Cotes du Rhones-ის მსგავსად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეღვინე ადაპტირდა კლიმატურ ცვლილებებზე, მომხმარებელმა არ იცის რა ცვლილებები ხდება ან რა განაპირობებს მდგრად პრაქტიკას ღვინის ინდუსტრიაში.

Larkmead არის კაბერნეს მწარმოებელი მარანი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ცვალებადი კლიმატი ნაყოფის უფრო სწრაფად მომწიფებას და შესაბამისად განსხვავებული არომატის ღვინოებს ნიშნავს. მეღვინე ავერი ჰილანი იმედოვნებს, რომ მისი ახლადდარგული ყურძნის ჯიშების კაბერნესთან შერევა ღვინის ქარხანას საშუალებას მისცემს გააგრძელოს თავისი ცნობილი ღვინის წარმოება, გემოსა და სტილის ცვალებადობის გარეშე: “ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი ძირითადი ხაზის, კაბერნეს წარმოების გაგრძელებას, თუმცა მომავალში მას შეიძლება ცოტა მჟავიანობა აკლდეს, რაც კლიმატის ცვლილებების ეფექტი იქნება კონკრეტულად ჩვენს რეგიონში” - აღნიშნავს ის. როგორც ჰელანი ამბობს, მისი ვენახები სარგებელს ვერ იღებს ნაპას ნისლის ფენისაგან, რაც სამხრეთით ვენახების გაგრილებას უწყობს ხელს. 

მშრალი მეურნეობის მეთოდები

კალიფორნიაში, 2020 წლის ოქტობრიდან 2021 წლის სექტემბრამდე მთელი საუკუნის განმავლობაში თითქმის ყველაზე მშრალი პერიოდი იყო. მარნები, რომლებმაც წყლის ეფექტურად გამოყენების პრაქტიკა დაიწყეს, 2022 წლის ზაფხულის მიწურულს უკვე ხედავენ სარგებელს. 55 წლის Chappellet Winery-მ წყლის გამწმენდი ნაგებობა დაამონტაჟა: “ჩვენ ღვინის საწარმოს მიერ გამოყენებული წყლის ასივე პროცენტს ვენახში ვიყენებთ. მთელი აქტიური წლის განმავლობაში დაახლოებით 4 მილიონ ლიტრამდე წყალი გამოვიყენეთ ვენახის მოსარწყავად, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია” - აღნიშნავს მარნის აღმასრულებელი დირექტორი სირილ ჩაპელი.

აღსანიშნავია, რომ ბევრი მარანი მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგს ამზადებს ნალექის ეფექტურად შესანარჩუნებლად. 5 წლის წინ, Hamel Family Wines-მა დაიწყო მშრალი მეურნეობის პრაქტიკის გამოცდა სამ ვენახში. მეღვინე ჯონ ჰამელი აღნიშნავს, რომ მას დამატებითი სარგებელი აქვს, რაც საშუალებას აძლევს საწარმოს ყოველ სეზონზე 6 მილიონ ლიტრამდე წყალი დაზოგოს და შესაბამისი ხარისხი მიიღოს.

ატლანტის ოკეანის გადაღმა ფრანგ მეღვინეებსაც აქვთ კლიმატთან დაკავშირებული პრობლემები. 2021 წელს ყინვამ მოსავლის კატასტროფული დანაკარგი გამოიწვია: “მევენახეები საკმაოდ უმწეოები რჩებიან კლიმატური მოვლენების პირისპირ. არსებობს რამდენიმე ეგზოგენური ხსნარი ვაზის ყინვისაგან დასაცავად, თუმცა მათ მხოლოდ ძვირადღირებულ ნაკვეთებზე გამოიყენებ, და არა მთელ ვენახზე” - აღნიშნავს Inter Rhones-ის პრეზიდენტი ფილიპ პელატონი.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მომხმარებლებზეცაა დამოკიდებული ღვინის ინდუსტრია. საწარმოს, ბუნებრივია, ხარჯები გაეზრდება კლიმატურ ცვლილებებთან გასამკლავებლად სხვადასხვა მეთოდების დასანერგად, თუმცა, როგორც სომელიე კერი ლინ სტრონგი აღნიშნავს, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის საკმაოდ რთულია ამ ამბის მომხმარებლებამდე მიტანა, რადგან მათთვის ეს გარკვეულწილად გაუგებარი თემაცაა.  

ბორდოში, სოტერნის რეგიონი, რომელიც თავისი სადესერტო ღვინოებითაა ცნობილი, წელს უჩვეულოდ ბევრ ტკბილ ღვინოს აწარმოებს. რეგიონში წელს ბევრ ვენახს ხანძარი გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნაწილი გადარჩა, კვამლმა გავლენა მოახდინა ნაყოფზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნორმალური, კარგი მოსავლის თვალსაზრისით წლევანდელი წელი არასახარბიელოა. ამის გამო ზოგიერთი მეღვინე, მათ შორის ოლივიე სოლერი ნატურალური, ტკბილი ღვინოების წარმოებას ირჩევს, რადგან დაძველების ხანგრძლივობის პერიოდი კვამლის გემოს წაშლის.

Opoul-ის ვაზები ჩვეულებრივ Cote du Roussillon-ის წითელი ღვინის დასაყენებლადაა განკუთვნილი, ნებისმიერი დეფექტი კი რეალურ პრობლემას უქმნის ღვინის ხარისხსა და არომატებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ის ტკბილი ღვინისთვის გამოგვეყენებინა, რომელიც 24-36 თვემდე დაძველების პროცესს გადის. თუ რაიმე დეფექტია, ეს პერიოდი მის გასაქარწყებლად საკმარისია” - განმარტავს ჟან-პიერ პაპი, “არნო დე ვილნევის” კოოპერატივის ხელმძღვანელი. სტატიას შეგიძლიათ The Local France-ის გვერდზე გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული