Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რეალითი შოუ - „სომელიეების მოგზაურობა“ - საქართველოში

პოლონეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი, ანა ჩანგიანი ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, რომ ცნობილი პოლონელი სომელიეები - ნესტორ გროევსკი და მარიუშ ნაპორა - საერთაშორისო მასშტაბის ახალი რეალითი შოუს გადაღებას იწყებენ, რომელიც მიზნად ისახავს რვა ქვეყნის - საფრანგეთის, იტალიის, ინგლისის, ინდოეთის, ესპანეთის, პოლონეთის, იაპონიისა და საქართველოს, საიმიჯო ტელეშოუების გადაღებას აღნიშნული ქვეყნების მეღვინეობისა და გასტრონომიის კულტურისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით. რეალითი შოუ საქართველოში მოგზაურობით დაიწყება.

ცნობილი მსახიობების - კემერონ დიაზის, მარტინ სკორსეზეს, რობერტ დე ნიროსა და ლეონარდო დი კაპრიოს პირადი მზარეული, ნესტორ გროევსკი  და პოლონეთში პოპულარული ტელეშოუების ავტორი და პროდუსერი, მარიუშ ნაპორა თბილისს 25 მაისს ეწვევიან. სომელიეები საქართველოში ექვს დღეს დაჰყოფენ. რეალითი შოუს გადაღებები დაგეგმილია თბილისში, კაჭრეთსა და სალხინოში (დადიანების სასახლეში). 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საზეიმო აღლუმის ცერემონიას პოლონეთის ტელეარხი, ტე-ფა-ენი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

სომელიეებს პოლონეთიდან ქართული ღვინის, სამზარეულოსა და აქაური ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციულად უზრუნველყოფდა პოლონეთის ქართული სათვისტომო და მისი ხელმძღვანელი, ეკატერინე ლოლაძე. გროევსკი და ნაპორა საქართველოს ივნისის თვეშიც ეწვევიან დოკუმენტური ფილმის გადასაღებად.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული