Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სოკოთი ფარშირებული ხახვი

საჭირო მასალა: 6 ცალი მოზრდილი ხახვი, 150 გ. ახალი სოკო, 250 გ. ქათმის ხორცის ფარში, 2 ს.კ. ზეთი, 2 ს.კ. თეთრი მშრალი ღვინო, 1 ცალი კვერცხი, 1-2 ჩ.კ. კარტოფილის ფქვილი, 100 მლ. სოიას სოუსი. მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი გავფცქვნათ და ამოვაცალოთ გულის ნაწილი ისე, რომ გარეთა 2-3 ფენა დარჩეს. გარეთა ნაწილი შევინახოთ, გული კი დავჭრათ წვრილად. ცალკე დავკუწოთ სოკო და ქათმის ფარშთან ერთად მოვშუშოთ ზეთში, ცოტა ხანში დავუმატოთ 1 ს.კ. სოიას სოუსი, მარილი, პილპილი და ღვინო როცა ფარში მზად იქნება, ოდნავ შევაგრილოთ და გულსართში ავურიოთ გათქვეფილი კვერცხი. სანამ გულამოცლილ ხახვებში მოვათავსებთ ფარშს, თითოეულში ჩავყაროთ 1 ჩ.კ. კარტოფილის ფქვილი. დატენილი ხახვები მოვათავსოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული