Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რამდენად ავთენტურია ქართული სუფრის ტრადიცია?

ვიცით, რომ საქართველო მეღვინეობის აკვანია. ეს მეცნიერულად დადასტურებული მოცემულობაა. თუმცა არ ვიცით, ისტორიულად რა პრაქტიკებზე ვრცელდებოდა ღვინის მოხმარება საქართველოში, გარდა იმისა, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები ღვინის სარიტუალო დანიშნულებით გამოყენებას ადასტურებს. თუმცა, საინტერესოა ყოფაში, ყოველდღიურობაში რა სახეს იძენდა ღვინის სმა საქართველოში. ამ საკითხებზე კულტურის მკვლევარები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდი ხანია, მუშაობენ. 

24 ივნისს წიგნის სახლ „ლიგამუსში“ სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა კალიფორნიის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის, სლავური ენებისა და ლიტერატურის პროფესორის, ჰარშა რამის საჯარო ლექცია - „ქართული ლხინის ლიტერატურული საწყისები: ნაციონალური ტრადიციის კოსმოპოლიტური პოეტიკა“, რომლის მიზანი სწორედ ზემოთ დასმული საკითხების ანალიზი იყო.

მოხსენების თემატიკამ, ჯერ კიდევ, ლექციის ჩატარებამდე, სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა და კამათი გამოიწვია. ასეთ მგრძნობიარე საკითხებზე საზოგადოება საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებდა, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ სუფრა საქართველოში საუკუნეების მანძილზე, მართლაც, გაიგივდებოდა ნაციონალურ ღირებულებად და სიმბოლოდ. ის გვევლინებოდა, თავდაპირველად, იმპერიული, შემდეგ კი - ტოტალიტარული სისტემების ალტერნატიულ, ოპოზიციურ სტრუქტურად. 

თუმცა საკითხავია, რომელ ისტორიულ მოცემულობებში რა და რა ფაქტორები მონაწილეობდა მისი სხვადასხვა შრეების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში? 

რამდენად ავთენტურია ლხინის ის პრაქტიკა, რა სახითაც მას დღეს ვხვდებით? 

მით უმეტეს, რომ მოგზაურებისა და მწერლების ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში (არქანჯელო ლამბერტი, ალექსანდრე დიუმა და სხვები), სადაც დეტალურადაა აღწერილი სხვადასხვა სოციალური წრეების ყოფა საქართველოში, არ ჩანს იმის რეალური მტკიცებულებები, რომ სუფრა ასეთი სახით საქართველოში ისტორიულად არსებობდეს. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროფესორი ეჭვქვეშ აყენებს მევენახეობისა და მეღვინეობის ათასწლეულების კულტურას საქართველოში, რისი მეცნიერულად შესწავლილი  მტკიცებულებები საკმარისად არსებობს. 

პროფესორ რამის მოსაზრებით, სუფრის, როგორც კულტურული ფაქტის ჩამოყალიბებაში, სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფაქტორებია ჩართული, მათ შორის კი, მან, როგორც მე-19 საუკუნის მკვლევარმა შეისწავლა რუსული და ბრიტანული რომანტიზმი, რომლის ესთეტიკურ და ეთიკურ გავლენებს უდავოდ, განიცდის მე-19 საუკუნის ქართული არისტოკრატიის ყოფა. მისი, როგორც ლიტერატურათმცოდნეს კვლევები ამ ეტაპზე ამ მიმართულებით იყო ორიენტირებული, მას არ უსაუბრია ქართული სუფრის სხვა გენეტიკურ ფაქტორებზე, როგორებიც შეიძლება იყოს რიტუალი, ლიტურგია და სხვ. თუმცა, პროფესორის თქმით, ის, ღიაა ნებისმიერი ალტერნატიული მოსაზრებისადმი. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 



ქელეხიც ეტყობა რუსებისგან გადაიღეს მე-19 საუკუნეში


ღვინის კლუბიც ეთანხმება ამ კონცეფციას?


shegidzliat mimititot, sad gamoicvia xsenebuli vnebstagelva am temam cinascar? mainteresebs gacnoba. didi madloba cinascar! // shriftze axla did bodishs gixdit.


მეგობრებო, საკმაოდ უხერხული მგონია ამის ახსნა, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ რის შესახებაც ვწერთ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ვეთანხმებით (ეს - სამომავლოდ). მეორეც, საქართველოს ღვინის კლუბი შედგება ინდივიდებისგან, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური და არა კოლექტიური დამოკიდებულებები, შესაბამისად, ბევრმა მათგანმა, სავარაუდოდ, არც კი იცის ამ მოხსენების შესახებ, ზოგი შეიძლება, ეთანხმებოდეს, ზოგი - არა. პირადად,მე, ვეთანხმები, თუ ეს ვინმეს აინტერესებს. ქეთო ნინიძე


ტრადიციებს ებრძვით? :D


ქართველობას გვართმევთ?!...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული