Home
ქართული | English
ივლისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რა საფრთხეს უქმნის კლიმატის ცვლილება ავსტრალიურ ღვინოს

ავსტრალია სიდიდით მეხუთე ღვინის ექსპორტიორი ქვეყანაა და სანამ ეს პრობლემა მთელი მსოფლიოს მეღვინეებს უქმნის საფრთხეს, ავსტრალიის ღვინის ინდუსტრია “ფრონტის ხაზზეა” და მას ყველაზე მძიმედ განიცდის. ბრაუნების ოჯახს, რომელიც ავსტრალიის ერთ-ერთ უძველეს მეღვინეობას მართავს, რამდენიმე ძალიან დამაზარალებელი ხანძრის შედეგებთან მოუწია გამკლავება. “კლიმატის ცვლილება ჩვენი საოჯახო ბიზნესის ყველაზე დიდი საფრთხე გახდა.” - ამბობს ქეროლაინ ბრაუნი. 

ეშლი რატკლიფის ვენახები უკვე პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ და მშრალ ღვინის რეგიონშია. ერთი წლის განმავლობაში სამხრეთ ავსტრალიის რივერლენდის რეგიონში იმაზე 10-ჯერ ნაკლები წვიმა მოვიდა, ვიდრე საშუალოდ წლიურად ბორდოში: “სიცხესთან ერთად ყველაფერი მტვრიანი და ჭუჭყიანი იყო, მეორე უკიდურესობა კი ძალიან სველი, წვიმიანი ამინდებია, ამ დროს იმასაც კი ფიქრობთ,რომ აღარსდროს გაშრება მიწა”. ეს ყველაფერი ახლა კიდევ უფრო უარესდება, ავსტრალიელი მკვლევრების მიხედვით მომდევნო 20 წელიწადში რივერლენდში საშუალოდ 2 გრადუსით მოიმატებს ტემპერატურა და ნალექი კიდევ უფრო შემცირდება. ამას ექსტრემალური ამინდები მოჰყვება, რამაც უკვე, ფაქტოვრივად მუდმივი სახე შეიძინა ავსტრალიაში. ქვეყანა წლების განმავლობაში რეკორდული რაოდენობის წყალდიდობისგან თითქოს განთავისუფლდა, თუმცა ახლა მშრალი და ცხელი კლიმატი ხანძრების სეზონის წინ ძალიან ანერვიულებს მევენახე/მეღვინეებს.

კლიმატის ცვლილებას კი ღვინის გემოსა და ხარისხსზეც აქვს გავლენა. სითბო ყურძნის სიმწიფის განაპირობებს, მასთან ერთად კი მჟავიანობის დონეს, თუ ყურძენი ძალიან სწრაფად დამწიფდა, მისი გემური თვისებებიც ისეთ არ იქნება. ასეთი სიცხე და გვალვა კი იმას ნიშნავს, რომ ავსტრალიაში საღვინე ყურძნის გარკვეული სახეობების მოყვანა ძალიან გართულდება, მაგალითად, სოვინიონ ბლანი, შარდონე და პინო ნუარი.

2003 წელს რატკლიფებმა ვენახის შეძენისას გადაწყვიტეს უფრო თბილი კლიმატის შესაფერისი “ალტერნატიული” ჯიშების დარგვა. ისინი ფიქრობდნენ, რომ კლიმატის ცვლილების რისკი ბევრად დიდია, ვიდრე ნაკლებად ცნობილი ყურძნის ღვინის გაყიდვა: “მგონია, არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ რებრედინგითა და გარკვეული ცვლილებებით გლობალურ დათბობასთან ადაპტაცია პოზიტიურად მოვახერხოთ”. 

ისიც უნდა ითქვას, რომ საშუალო დონის მომხმარებელი არც ისე დიდ სხვაობას ამჩნევს თავის საყვარელ ღვინოებსა და სამომავლო ანტერნატივებს შორის, როგორებსაც, მაგალითად, Ricca Terra ამზადებს - მონტეპულჩიანო, Fiano და D’Avola. ეს ვაზის ჯიშები, როგორც წესი, უფრო ნაკლებ წყალსაც ითხოვს. ბრაუნების ოჯახმა კი კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით უფრო გრილ ადგილას დაიწყეს ვენახების გაშენება, ტასმანიაში - მზარდი ტენდენციის რეგიონში: “ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლის 3გრადუსიანი მატება ცხელი დღეების სიხშირეს დაახლოებით 10-ჯერ ზრდის. თუ ეს მართლაც ასე იქნება და მსოფლიოში ტემპერატურა 3 გრადუსით გაიზრდება, ჩვენი ღვინის წარმოების საკითხი ეჭვქვეშ დადგება” - ამბობს ტომ რემენი, მკვლევარი. სტატიას სრულად BBC-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული