Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველის ზეიმი ჩეხეთში

17-18, 24-25 და 28 სექტემბერს ჩეხეთში, წმინდა ვაცლავის ვენახების ტერიტორიაზე ყურძნის მოსავლის აღების დღესასწაულს აღნიშნავენ. ვენახების გარშემო სახალხო სეირნობა იმართება, იმპროვიზებულ ბაზრობაზე კი ახალგაზრდა ღვინო – ბურჩაკი – და ჩეხური სამზარეულოს ტრადიციული კერძები იყიდება. ზეიმის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ ღვინის წარმოებისთვის საჭირო ძველი ჩეხური ინსტრუმენტების გამოფენა და გაეცნონ მათი მუშაობის პრინციპებს. დღესასწაულის ღონისძიებების ჩამონათვალში, რაღა თქმა უნდა, ბოჰემიასა და მორავიაში დაწურული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაციაც შედის. 

დღესდღეობით ჩეხეთში ვენახები 12 ათას ჰექტარზეა გაშენებული, თუმცა უახლოეს მომავალში ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვენახების ფართობის გაორმაგება აქვს გადაწყვეტილი. მეღვინეობა ჩეხეთის ერთ-ერთ პრიორიტეტულ და პერსპექტიულ დარგად ითვლება, მთავრობაში კი თვლიან, რომ ქვეყნის ევროკავშირში შესვლის შემდეგ ამ სფეროს განვითარებასა და გაფართოებას უფრო მეტი დივიდენდის მოტანა შეეძლება.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.