Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბები დაიხურა

25 ოქტომბერს, ზუსტად ორთვიანი მუშაობის შემდეგ, რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბები თელავში, გურჯაანსა და ამბროლაურში, მომავალ წლამდე დაიხურა. 

საკოორდინაციო შტაბის ფუნქცია ყოველწლიურად რთველის ორგანიზებულად ჩატარება, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებსა და მევენახეებს შორის ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა.

რთველი 2015-ის ფარგლებში დღემდე  გადამუშავდა 143 167 ტ. ყურძენი. აქედან 78 411 ტ. - რქაწითელი, 45 136 ტ. - საფერავი, 3 036 ტ. - კახური მწვანე, 1 395 ტ. - ალექსანდროული და მუჯურეთული. სხვა დანარჩენი ჯიშების გადამუშავების დეტალური სტატისტიკა უცნობია, მათი მოცულობა კი 15 130 ტ.-ს შეადგენს. 2015 წელს ყურძნის გადამუშავების აქტუალური მაჩვენებელი გასული წლისას 20 247 ტ.-ით აღემატება. 

„წლევანდელი რთველი გამორჩეული იყო უხვი მოსავლით. რამდენიმე წელია, სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება მცირემიწიანი ფერმერების მხარდაჭერის პროგრამა, დამატებით არის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა და 30-ზე მეტი სეტყვის პრევენცია მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამ ღონისძიების შედეგად გვაქვს გაზრდილი მოსავალი.“

„მეორე მხრივ, კომპანიებიდან შემცირდა მოთხოვნა. ძალიან ცუდად დაემთხვა ჩვენს ძირითად საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემები. ეს ყველაფერი აისახა გაყიდვებზე და აისახა, შესაბამისად, მოთხოვნაზეც. თუმცა, ერთი კარგი რაც არის - ბევრი წვრილი მწარმოებელი ჩნდება ინდუსტრიაში. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან კარგია. თუ ადრე პროცესი კონცენტრირებული იყო მხოლოდ რამდენიმე დიდი კომპანიის გარშემო და, რა თქმა უნდა, ისინი აგრძელებენ სტაბილურ განვითარებას... ბევრი მცირე მწარმოებელი ემატება ინდუსტრიას.“

„წლევანდელი წელი გარდამტეხია იმ კუთხით, რომ ჩვენ ვგეგ მავთ გარკვეულ ღონისძიებებს, რომელიც ჭარბი ყურძნისგან ბიზნესს დააზღვევს და, მეორე მხრივ, მევენახეების კოოპერაციის წახალისებას, რაც უკვე დაწყებულია... რამდენიმე კოოპერატივი უკვე ჩამოყალიბდა და, რა თქმა უნდა, ამ პროგრამაში ღვინო ერთ-ერთი პრიორიტეტია. მევენახეები აღარ იქნებიან მარტო, ისინი კოოპერაციაში შევლენ ერთმანეთთან და საბოლოო პროდუქტში, პასუხისმგებლობაში იქნებიან თანამონაწილეები. ეს არის  სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების მართვის სააგენტო გაუძღვება. ეს არის მომავალი წლის გეგმები და ტრენდები.“ - ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი, ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში. 

რთველის შესახებ ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს კვლავაც შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 2 47 01 01 და ვებგვერდზე rtveli2015.gov.ge. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული