Home
ქართული | English
ოქტომბერი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

მულტიმედია

კომენტარები

რთველი 2010 - ბორდო

2010 წელს ბორდოელი მეღვინეები ყურძნის საუკეთესო მოსავალმა წაახალისა. თუმცა, ამავდროულად, ისინი უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას ღვინოში ალკოჰოლის საკმაოდ მაღალი შემცველობის ალბათობის შესახებ. ძირითადად პრობლემები გამოწვეულია მიმდინარე წლის განმავლობაში ნალექის სიმცირით. ფრანგი ღვინის ჟურნალისტის, ჟან-მარკ კვორენის (Jean-Marc Quarin) მოსაზრებით, რომელიც მომხმარებლისათვის ბორდოს ღვინოთა დამოუკიდებელ გზამკვლევს გამოსცემს, 2010 წელი იყო მესამე ყველაზე მშრალი წელი 2005 და 1998 წლების შემდეგ. როგორც Decanter.com გვატყობინებს, მერლოს ზოგიერთი ვენახი, სავარაუდოდ, მოგვცემს ღვინოს, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 15%-ს გადააჭარბებს.

მერლოს ჯიშის ყურძნის მოსავლის აღება თითქმის მთელ რეგიონში გასულ კვირას დასრულდა. ახლა მეწარმეთა უმრავლესობა კაბერნე სოვინიონის დაბინავებითაა დაკავებული. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგიერთი მეღვინე შუა რთველში წვიმას ნატრობს - ყურძნის სანიტარული მდგომარეობა ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ტანინების სრულყოფილად მომწიფებისთვის სასურველია მტევანი ცოტა ხნით კიდევ გაჩერდეს ვაზზე. ასე რომ, წვიმა, მოცემულ ეტაპზე, ერთადერთი საშუალებაა, რომელიც შეამცირებდა სასმელის გადაჭარბებულ ექსტრაქტურობას და ალკოჰოლის დონეს. როგორც ჩანს, ბორდოელ მეღვინეებს კიდევ ერთი გამორჩეული, თუმცა, შესაძლოა, არა უწინდელივით მდიდრული რთველი ელით, მაგრამ მიიღებს კი ბაზარი კიდევ ერთ დიდ მოსავალს?
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.