Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ბუმი – ტენდენციები და პერსპექტივები

20 მარტს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში ღვინის კლუბის პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ წაიკითხა მოხსენება თემაზე– „ქვევრის ღვინო თანამედროვე ქართულ ბაზარზე – ტენდენციები, პერსპექტივები“.

ქვევრის ბუმი, ქვევრის ღვინო ქართულ და უცხოურ ბაზრებზე, ქვევრის ღვინის ქართველი და უცხოელი მწარმოებლები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და პერსპექტივები – ღვინის კლუბის პრეზიდენტის მოხსენება ძირითადად ამ საკითხებს შეეხო.

„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციები უწყვეტად არის შემონახული. ქვევრი და ქვევრის ღვინო არა მარტო ისტორიაა, არამედ მომავლის ღირებულება. აბორიგენული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების გარდა, ქართულ მევენახეობა–მეღვინეობას ქვევრის ღვინითაც შეუძლია იამაყოს და წარსდგეს მთელი მსოფლიოს წინაშე. ვფიქრობ, ბოლოდროინდელი ქვევრის ბუმი ცალსახად დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს, რადგან ქვევრის ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება. მთავარია, სახელმწიფომ და კანონმა მკაცრად გააკონტროლოს, რომ ქვევრის ღვინო იყოს ნამდვილად ქვევრში დაყენებული“, – აღნიშნა მალხაზ ხარბედიამ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მარტის ბოლოს წინადადებით მიმართავს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO), ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი შეიტანოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში. მალხაზ ხარბედიას თქმით, ქართული ქვევრის ღვინის მოხვედრა UNESCO–ს ნუსხაში კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება ქვევრის ღვინის მწარმოებლებისათვის, რომელთა დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ახლახან გამოვიდა ანდერგრაუნდიდან. ღვინის კლუბი აქტიურად მონაწილეობს UNESCO–სთვის სანომინაციო წინადადების მომზადების პროცესში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელი – QVEVRI-ს დამკვიდრება როგორც საექსპორტო ქართული ქვევრის ღვინოების, ასევე უცხოელი მწარმოებლების ღვინოების ეტიკეტებზე. უცხოეთში უკვე რამდენიმე მეღვინე აწარმოებს ქვევრის ღვინოს, რომელთა ნაწილი ეტიკეტზე სიტყვა „ამფორას“ იყენებს. ბერძნული ამფორა კი ქვევრისგან სრულიად განსხვავებული დანიშნულების ჭურჭელია და გაუმართლებელია ქვევრის ამფორად მოხსენიება. ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის მოხვედრა UNESCO–ს ნუსხაში ტერმინ QVEVRI–ის  დამკვიდრებასაც შეუწყობს ხელს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



didi bodishi vezeb adamians vinc aketebs patara tikebs gvinistvis. tu vinmem icis ikneb koordinatebi dacerot. didi madloba cinascar!


,,ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის მოხვედრა UNESCO–ს ნუსხაში ტერმინ QVEVRI–ის დამკვიდრებასაც შეუწყობს ხელს." ეს ძალიან არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია (ვიცი რომ ამ საკითზე ბევრი გისაუბრიათ). გულს მიკლავს ეს ამფორა და არამარტო იმიტომ რომ ქართული სიტყვა არ არის... ამფორა ღვინის გადასატანი ჭურჭელი იყო და არა ღვინის დასამზადებელი.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული