Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინოების წარმატება “საკურას“ კონკურსზე

ქართულმა ღვინოებმა  ტოკიოში ღვინის საერთაშორისო კონკურსში საკურა  ორმაგი ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. შედეგები დღეს გახდა ცნობილი.

„საკურას“ საერთაშორისო კონკურსი ფართო მასშტაბის ღონისძიებაა, რომელიც არსებობის ორ წელს ითვლის. მისი ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

 „საკურა 2015“ 1-4 თებერვალს ჩატარდა იაპონიის დედაქალაქში, სასტუმრო AGNES-ში. ღონისძიებაში მონაწილეობდა 2904 ღვინო, რომელთაგან გამარჯვებულები გამოავლინა 340-მა ღვინის სპეციალისტმა. წელს „საკურაზე“ ქართული ღვინოები პირველად წარსდგა და ადგილობრივ ექსპერტთა შორის უკვე მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა.

დღეს, 14 თებერვალს „საკურას“ მრავალრიცხოვანმა ჟიურიმ გამარჯვებულების ნუსხა დაასახელა. სულ ოთხი საპატიო ადგილის - ბრილიანტის, ორმაგი ოქროს, ოქროს, ვერცხლისა და რამდენიმე სპეციალური ნომინაციის გამარჯვებულები გამოვლინდა. კომპანია „ლუკასის“ 2012 წლის გურულ ჩხავერს ორმაგი ოქროს, ხოლო „თელავის მარნის“ 2013 წლის მწვანე-ქისს (კონდოლი) - ვერცხლის მედლები ერგო.

კომპანია „ლუკასის“ დამფუძნებელი, ქალბატონი ქეთი გერსამია აღნიშნავს, რომ კონკურსის აღიარებამ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა ღვინის კომპანია. რესტორნებისა და მაღაზიების რამდენიმე მასშტაბური ქსელი რუსეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან და ავსტრიიდან უკვე დაინტერესდა მათი პროდუქციით. ამჟამად მიმდინარეობს საქმიანი მოლაპარაკებები სამომავლო პარტნიორობასთან დაკავშირებით. 

„საკურაში“ მონაწილეობა, დამატებით, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ გამარჯვებული ღვინოები მონაწილეობას მიიღებს სხვა მასშტაბურ ღონისძიებებში, მაგალითად, მარტის თვეში ისინი წარმოდგენილი იქნებიან გრანდიოზულ დეგუსტაციაზე და, რაც მთავარია, FOODEX  JAPAN 2015-ზე , რომელიც აღმოსავლთ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვებისა და სასმელების ბაზრობაა და დაახლოებით, 76 000 ვიზიტორს მასპინძლობს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული