Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პერიკლეს თასი

ათენში, ერთ-ერთი სახლის მშენებლობისას აღმოჩენილი თასი, შესაძლოა, ლეგენდარულ პერიკლეს ეკუთვნოდა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ არქეოლოგები, რომლებმაც გულდასმით შეისწავლეს თასის ნამსხვრევები და გაშიფრეს მასზე დატანილი წარწერები. თასზე სულ 6 სახელი აწერია.  სახელურზე იკითხება ,,პერიკლე", გარდა ამისა, თასზე პერიკლეს ძმის -  არიფრონის - სახელიც წერია, რაც მაშინ საკმაოდ იშვიათი სახელი იყო და სწორედ ეს აფიქრებინებს არქეოლოგებს, რომ თასი პერიკლეს ეკუთვნოდა. სპეციალისტთა აზრით, დაახლოებით 2500 წლის წინ გამართულ ერთ-ერთ ნადიმზე 6 მეგობარიც ილხენდა და მათ ერთ-ერთ თასზე წააწერეს თავიანთი სახელები. ათენის დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მხედართმთავარი პერიკლე მაშინ სულ რაღაც 20 წლის თუ იქნებოდა.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული