Home
ქართული | English
სექტემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პანამური ქილის ვისკი

პანამურმა კომპანია Scottish Spirits-მა ბაზარზე ქილებში ჩამოსხმული ვისკის პარტია  გამოუშვა, რამაც შოტლანდიური ვისკის ასოციაციის (Scotch Whisky Association) მესვეურთა უკმაყოფილება გამოიწვია. პროდუქციის საცდელი პარტია, რომელიც ერთი კვირის წინ ჩაეშვა გაყიდვაში, ამერიკის ბაზარზეა გათვლილი. მწარმოებლები აცხადებენ, რომ 340 მლ მოცულობის ქილებში ჩამოსხმული ვისკი იდეალურია იმისთვის, რომ სამ ადამიანს ეყოს და სურვილის მიხედვით, კოკა-კოლით ან სხვა ნებისმიერი სასმელით გააზავოს. ახალი შეფუთვის ვისკი იოლი და მოსახერხებელი სატარებელია, თან ტრადიციულად, მინის ბოთლში ჩამოსხმულ ვისკისთან შედარებით უფრო იაფიც ღირს. შოტლანდიური ვისკის ასოციაციაში პანამური კომპანიის ოპტიმიზმს არ იზიარებენ. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მარკირების საერთაშორისო წესებისა და ნორმების დარღვევის საბაბით ვისკის ჩამოსხმა ალუმინის ქილაში აიკრძალოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული