Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბისკვიტის რულეტი ხილის ჯემით

საჭირო მასალა: 6 ცალი კვერცხი, 180 გ. შაქრის პუდრა, 150 გ. ფქვილი, 5 გ. ვანილის შაქარი, 1/2 პაკეტი გამაფხვიერებელი ფხვნილი, 1 მწიკვი მარილი, 1 ფორთოხლის ცედრა და წვენი, 1 ს.კ. რომი, 1,5-2 ჭიქა ხილის ჯემი, 1 ს.კ. შაქრის პუდრა.

მომზადება: ფქვილი გავცრათ და შევურიოთ გამაფხვიერებელი ფხვნილი. კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილას დავაყაროთ მარილი და კარგად ავთქვიფოთ, როცა ღრუბელივით მასა გახდება, ვამატოთ შაქრის პუდრა, შემდეგ კვერცხის გულები, რომი, ფორთოხლის ცედრა და წვენი. თქვეფა არ შევაჩეროთ, ისე დავუმატოთ ფქვილი. ცომი მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ ცხიმწასმულ  თუნუქის ფურცელზე და შევდგათ წინასწარ საშუალოდ გახურებულ ღუმელში 20 წუთით.როდესაც ბისკვიტი ქაღალდს ადვილად მოსცილდება, მზადაა. შეგვიძლია მისი სხვაგვარად შემოწმებაც – ბიკვიტში ჩავარჭოთ ხის ჩხირი ან ასანთი და თუ ნამცეცებიან სისველე არ ამოყვა, მზადაა. მზა ბისკვიტი ცხელივე გადმოვიღოთ სველ ჩაის ტილოზე, ავაცალოთ ქაღალდი, წავუსვათ ჯემი და ფრთხილად გადავახვიოთ, ზემოდან კი მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 © ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.