Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ომის მიუხედავად სირიაში ღვინის წარმოება და ექსპორტი არ შეჩერებულა

სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი სირიაში, უკვე წელიწადნახევარზე მეტია, გრძელდება. მიუხედავად ამისა, სირიელები მაინც ახერხებენ არა მარტო აწარმოონ, არამედ ევროპაშიც კი გაიტანონ ღვინო. ამ რთული და სარისკო საქმით სირიელი ძმები - ქარიმ და სანდრო საადები არიან დაკავებულნი. დღესდღეობით ისინი ბეირუთში, სირიის საზღვრიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ. სწორედ იქიდან ხელმძღვანელობენ ძმები ღვინის წარმოებას, რომელიც სირიის მთიან რეგიონში – ჯებელ ალ-ანსარიშია განთავსებული. საწარმოში, რომელიც Domaine de Bargylus-ს ასხამს, დაახლოებით 60 სპეციალისტია დაკავებული. ძმები საადები წარმოების მთელ პროცესს ტელეფონის საშუალებით ხელმძღვანელობენ. ისინი სირიაში საფრანგეთიდან აგზავნიან ღვინის ბოთლებსა და ეტიკეტებს, ვენახიდან კი ყურძენი მათთან მანქანით ჩააქვთ, რათა თავად გადაწყვიტონ რთველის დაწყების თარიღი. ქარიმ საადი აღიარებს, რომ ამ ხერხით ღვინის წარმოება ძალიან რთულია, თუმცა ძმები ამაყობენ, რომ ომის მიუხედავად სირიაში ღვინის წარმოება არ შეუჩერებიათ. Domaine de Bargylus ღვინოს ისინი საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ყიდიან. ლონდონში ერთი ბოთლი ღვინის ფასმა უკვე 53 დოლარს მიაღწია. სირიაში ომი რომც არ ყოფილიყო, აქაურ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე ადგილის დამკვიდრება მაინც ძალიან გაუჭირდებოდა, რადგან როგორც ღვინის გერმანელი ექსპერტი – დეტლეფ რიკი ამბობს, მსოფლიოში ასეთ პროდუქტს, უბრალოდ, არ იცნობენ. რაც შეეხება Domaine de Bargylus-ს, მისი შემქმნელების მიზანი მსოფლიოს ელიტური რესტორნების მომარაგებაა. “ჩვენ ვცდილობთ ცნობილ სომელიეთა ნდობა მოვიპოვოთ. თუ შევძელით ამ ნიშის საფუძვლიანად ათვისება, წარმოება ძალიან არ გაიზრდება, მაგრამ სამაგიეროდ სტაბილური იქნება,” – აცხადებენ ძმები. სირიელი მეღვინეები ამჟამად 40-დან 50-ათასამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებენ წელიწადში და უკეთესი მომავლის იმედი აქვთ.
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული