Home
ქართული | English
აპრილი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

მულტიმედია

კომენტარები

ნუკრი ქურდაძე: „რუსეთი განუვითარებელი და არც ისე დიდი ბაზარია“

პარასკევს, გადაცემა „ღვინის გზამკვლევს“ ღვინის ექსპერტი და მსოფლიოში უმსხვილესი ალკოჰოლური კომპანიის, პერნო-რიკარის ბრენდ-ამბასადორი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში -  ნუკრი ქურდაძე სტუმრობდა. გადაცემის მთავარი თემა გლობალურ მეღვინეობაში არსებული ვითარება და მასთან მიმართებაში საქართველოს პოზიციები იყო. ნუკრი ქურდაძის თქმით, გლობალურ მეღვინეობაში მნიშვნელოვანად გაიზარდა ბიომეღვინეობის როლი, რომელთაც, მსხვილი მწარმოებლებისგან განსხვავებით, ბოლო პერიოდის ეკონომიკური კრიზისი ფონზე წარმოება და შემოსავლები დაახლოებით 30%-ით გააუმჯობესა – „ნატურალური მეღვინეობის ახალი ტალღა ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ნიშნავს იმას, რომ ის საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს თანამედროვე მეღვინეობაში“.

გადაცემაში მან თანამედროვე ქართულ მეღვინეობაში მიმდინარე პროცესებიც შეაფასა და განსაკუთრებულად აღნიშნა მცირე მარნების როლი:

„საქართველოში ჩამოსვლისას ხშირად ვსინჯავ ხოლმე ღვინოებს, ახლაც ჩავატარე მცირე დაკვირვება და მინდა აღვნიშნო, რომ ფანტასტიურ განვითარებას მიაღწია მცირე მეღვინეობამ. მცირე მარნებში დაყენებულ ღვინოს განსხვავებული ენოლოგია აქვს, ევროპული გაგებით მათში ბალანსი დარღვეულია, რასაც ღვინის კარგი მცოდნე მიხვდება. მათ უზარმაზარი პოტენციალი აქვთ. თავისუფლად შემიძლია ეს ღვინოები გრანდკატეგორიის ფრანგული ღვინოების გვერდით დავაყენო“

იმისთვის, რომ  საქართველომ შეძლოს საკუთარი ნიშა დაიკავოს გლობალურ მეღვინეობაში, ამისათვის აუცილებელ პირობებს შორის უმთავრესია: ღვინის კულტურის ამაღლება და მსოფლიო გამოცდილების გაზიარება. წინააღმდეგ შემთხვევაში გლობალურ პროცესებში დავიკარგებით. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ქართულმა ღვინომ უნდა დაიკავოს მაღალი, საშუალო ან დაბალი სეგმენტი. ამაზე საუბარი გაუმართლებელია, თუნდაც პრაისიდან გამომდინარე. გასათვალისწინებელია, რომ როგორც კი ქართული ღვინო ავტოხთონურობას დაკარგავს  და საერთაშორისო ჯიშებში გაითქვიფება, ის კონკურენციას ვერ გაუძლებს და ავტომატურად გადმოინაცვლებს დაბალ საფასო სეგმენტში, – განაცხადა ნუკრი ქურდაძემ.

სტუმარი რუსეთის ბაზართან დაკავშირებულ საფრთხეებსაც შეეხო. ნუკრი ქურდაძემ ხაზი ბაზრის სეგმენტაციის მნიშვნელობას გაუსვა. მისი თქმით, მარკეტინგული სტრატეგიის შესამუშავებლად, პირველ რიგში აუცილებელია მომხმარებელთა ტიპის განსაზღვრა, რომელზეც ბაზარზე შესვლისას აქცენტი უნდა გაკეთედეს. რუსეთის ბაზრის სპეციფიკის შესახებ საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი გასაღების ბაზარი უკუგავლენასაც ახდენს მიმწოდებელი ქვეყნის ღვინოზე, რაც იმაში გამოიხატებას, რომ ღვინის მწარმოებელი ქვეყანა მხოლოდ ერთი მიმართულებით განაგრძობს განვითარებას, რაც ერთგვარი საფრთხეა:

„რუსეთი განუვითარებელი და არც ისე დიდი ბაზარია და სწორედ ამაშია გლობალური საფრთხე იმისა, რომ ქართული ღვინო მხოლოდ განუვითარებელ ბაზარზე დამოკიდებული გახდება. რუსეთში 1 სულ მოსახლეზე 8-ნახევარი ლიტრი ღვინო ისმება, მაშინ როდესაც ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 23 ლიტრია, დანიაში კი - 32 ლიტრი. რუსეთს ფანტასტიკურ ბაზრად კონიაკის, არაყის, ლუდის კატეგორიაში განიხილავენ, თუმცა არც ერთ სერიოზულ მწარმოებელს თავისი წარმომადგენლობა რუსეთში არ აქვს გახსნილი. სწორედ ეს უკუგავლენაა, რომელმაც შეიძლება ქვევრის ღვინოების გაქრობის საფრთხეც გამოიწვიოს, რაც საქართველოში ფანტასტიურად ვითარდება და ძალიან დასანანი იქნება, თუკი ქვეყანა იაფფასიანი ღვინის დამზადებაზე გადავა“ - აღნიშნა ნუკრი ქურდაძემ რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბარში.

სრულად გადაცემის ჩანაწერი იხ. აქ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



"სწორედ ეს უკუგავლენაა, რომელმაც შეიძლება ქვევრის ღვინოების გაქრობის საფრთხეც გამოიწვიოს, რაც საქართველოში ფანტასტიურად ვითარდება და ძალიან დასანანი იქნება, თუკი ქვეყანა იაფფასიანი ღვინის დამზადებაზე გადავა“. კონკრეტულად, არსებობს რაიმე მექანიზმი ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად? თუ ინდივიდუალური მეღვინეების კეთილსინდისიერების და საქმის ერთგულების იმედად უნდა ვიყოთ? სახელმწიფო?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.