Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"მუხრანის ველის" წარმატებული დებიუტი გერმანიაში

"მუხრანის ველი" წელს ProWein-ზე პირველად წარდგა. მისმა პროდუქციამ უცხოელი მეღვინეებისა და პროფესიონალების დიდი მოწონება დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვეა გამოჩნდა (პირველი ღვინოები დეკემბერში ჩამოასხეს), დიუსელდორფში გამართულ დეგუსტაციებზე კომპანიამ უკვე მოიძია საქმიანი პარტნიორები. მისი ღვინოებით ფინეთი, გერმანია, ჰოლანდია, ჩეხეთი და პოლონეთი დაინტერესდნენ.  

"მუხრანის ველი" ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს და მის შვედ პარტნიორს ეკუთვის. ყურძენს მუხრანში, 90 ჰექტარზე განლაგებული საკუთარი ვენახებიდან მოიწევენ. ამ ეტაპზე კომპანია Mukhrani estate wine ბრენდით რქაწითელს (თეთრი მშრალი), შარდონეს (თეთრი მშრალი) და საფერავ კაბერნეს (წითელი მშრალი) აწარმოებს. 2 წლის შემდეგ მათ ღვინოებს Shateau Mukhrani-ს ბრენდით ძვირადღირებული ღვინო შეემატება, რომელიც ჯერჯერობით მუხის კასრებში ძველდება.
ერთი თვის წინ "მუხრანის ველის" საფერავმა პარიზის პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე - Vinalies Internationales ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ეს პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი ფაქტია ამ  კონკურსის ისტორიაში. მაისის დასაწყისში კომპანია თავის პროდუქციას კიდევ ერთ დიდ გამოფენაზე, ლონდონის ღვინის ფესტივალზე წარადგენს.
 
© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული