Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლიქიორი 46 500 დოლარად

ალკოჰოლური სასმელების ფასები ხშირად ასტრონომიულ ციფრებს აწღევს, რაც, ხშირ შემთხვევაში, თვით სასმლის დამსახურებაა, მაგრამ არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ფასს ძვირფასი ტარა განაპირობებს. ჩინური კომპანია Wuliangye-ს მიერ წარმოებული ლიქიორი სწორედ მეორე კატეგორიას განეკუთვნება. ჩინური ლიქიორი, რომელიც 1990 წელს სიჩუანის პროვინციაშია დამზადებული, 46 500 დოლარი ღირს. ასეთი მაღალი ფასი ბოთლის მოსართავად გამოყენებული 190 გრამი ოქროს დამსახურებაა, რომლის ღირებულებაც, თავის მხრივ, 11 255 დოლარს აღწევს, ერთი მილილიტრი ლიქიორის ღირებულება კი 70 დოლარია. ლიქიორი ლიმიტირებული რაოდენობითაა ჩამოსხმული, თან ახლავს სერტიფიკატი და მისი შეძენა მხოლოდ გუანდუს პროვინციაში მდებარე ქალაქ გუანჯოუს სუპერმარკეტ Ole-შია შესაძლებელი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩინურ ლიქიორზე ძვირი სასმელებიც არსებობს. მაგალითად, ამა წლის მაისში იტალიურმა კომპანია Antica Distilleria Russo-მ ბრიტანელ დიზაინერ სტიუარტ ჰიუზთან თანამშრომლობის შედეგად შექმნა ლიქიორი D'Amalfi Limoncello Supreme, რომელიც 44 მილიონი დოლარი ღირს და ეს არცაა გასაკვირი - ამ ლიქიორის ბოთლი ძვირფასი თვლებითაა მოოჭვილი, მათ შორის კი განსაკუთრებით აღსანიშნავია 18,5 კარატიანი უიშვიათესი ბრილიანტი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული