Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლეგენდარული ვისკის სახდელის მორიგი აღიარება

ავტორიტეტულმა პროფესიონალურმა კონკურსმა Scotch Whisky Masters, რომელიც ჟურნალ The Spirit Business –ის დაარსებულია და ძირითადად ბაზრის პროფესიონალებისთვისაა განკუთვნილი,   გამარჯვებულები გამოავლინა. ალკოჰოლის წამყვანი სპეციალისტებისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომელსაც ჟურნალის მთავარი რედაქტორი თავმჯდომარეობდა, სხვადასხვა ქვეყნიდან საკონკურსოდ წარდგენილი ვისკის 147 სახეობის  დეგუსტაცია ჩაატარა. კონკურსის უმაღლესი ჯილდო წილად ხვდა სახელგანთქმული ოჯახური კომპანია William Grant & Sons –ის წარმოების ერთალაოიან ვისკებს - Glenfiddich-სა და The Balvenie-ს. საერთო ჯამში კომპანია William Grant & Sons –მა ამ კონკურსზე 15 მედალი მოიპოვა, მათ შორის 7 ოქროს მედალი მიენიჭათ ვისკებს: Glenfiddich Rich Oak 14 Year Old   და The Balvenie Signature 12 Year Old. მსოფლიოში სახელგანთქმული ვისკის სახდელის წარმატება წელს მხოლოდ ამ გამარჯვებით არ შემოიფარგლება - პრესტიჟული საერთაშორისო კონკურისის Wine&Spirits Challenge შედეგების მიხედვით, კომპანია William Grant & Sons -ს ,,მსოფლიოში წლის საუკეთესო ვისკის სახდელის” ტიტული ერგო. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეოთხე წელია, კომპანია ამ ნომინაციაში იმარჯვებს და  საამაყო პირველ ადგილს არავის უთმობს.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული