Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კლიმატის ცვლილების გამო შეიძლება ძალიან ბევრი პროდუქტი გაქრეს

ხანგრძლივი გამოკვლევების შემდეგ ამერიკელმა ეკოლოგებმა განაცხადეს, რომ 2050 წლისათვის დედამიწაზე სრულიად განსხვავებული კლიმატი იქნება. ეს ცვლილება კი, პირველ რიგში, იმოქმედებს იმ პროდუქტზე, რომელსაც ასე ძლიერ ვართ მიჩვეულნი. ბევრი პროდუქტი გაძვირდება, ბევრის მოყვანა გართულდება და ბევრიც სრულიად გაქრება. პირველ რიგში საფრთხე ემუქრება ყავა არაბიკას: ტემპერატურის მატების გამო ყავის ხეებს სოკოვანი დაავადებები გაუჩნდება. თუ უახლოეს ათწლეულში ამ დაავადებების საწინააღმდეგო წამალს ვერ მიაკვლიეს, შეიძლება, ყავის პლანტაციების უმრავლესობა განადგურდეს.

შოკოლადი არ გაქრება, მაგრამ საკმაოდ გაძვირდება, რადგან კაკაოს ხე გვალვისას ხმება. ამის გამო ფერმერები იძულებულნი გახდებიან ან უფრო ხშირად მორწყან ხეები ან ახალი ნერგები უფრო შემაღლებულ ადგილებში დარგონ. არაქისის კარაქი, რომელიც ასე ძალიან უყვართ ამერიკელ ბავშვებს, საგრძნობლად გაძვირდება. ამის მიზეზი კი დედამიწაზე ნალექის შემცირება გახდება.

როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი გასაჭირი საფრანგეთს დაატყდება თავს, რადგან XXI საუკუნის შუა წლებში უკვე აღარ იარსებებს ესოდენ სახელგანთქმული ბორდოს ღვინოები. იძულებულნი გავხდებით, პირველ რიგში კაბერნესა და მერლოს შეველიოთ.

ვაშლის მოსავალიც ამინდზეა დამოკიდებული – ვაშლის ხე მაშინ ისხამს კარგ ნაყოფს, როცა მკაცრ ზამთარს გამოივლის. მაგრამ თუკი ზამთრობით აღარ აცივდება, მაშინ ვაშლს, ატამს, ქლიავსა და გარგარს მხოლოდ ჩრდილოელებიღა მოიყვანენ.

ნებისმიერი მცენარის მსგავსად სვიაც, რომლისგანაც ლუდი მზადდება, ამინდზეა დამოკიდებული. სვიას მკაცრი ზამთარი და ცხელი ზაფხული უყვარს. ნაადრევად დამდგარ გაზაფხულზეც კი სვიის მოსავალი საგრძნობლად მცირდება ხოლმე.

კლიმატის ცვალებადობა თევზებზეც იმოქმედებს: წყლის გათბობას წყალში ჟანგბადის შემცირება მოჰყვება, რის გამოც წყლის ბინადართა რაოდენობა განახევრდება. 2050 წლისათვის თევზის რეწვა 24%-ით შემცირდება.       

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული