Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კენიური ღვინო

თუკი არგენტინაში, ზედ ეკვატორთან მდებარე სალტას პროვინციაში აყენებენ ღვინოს, მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს ეკვატორულ აფრიკაში? აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია - რეგიონში რამდენიმე მეღვინეობის კომერციული მეურნეობა ფუნქციონირებს. 1993 წელს კენიაში, თხილის კომპანიის კუთვნილ ფერმა Morendat-ში ვაზის პირველი ძირი დარგეს. დღესდღეობით ღვინის მწარმოებელი კომპანია Leleshwa Wine  უკვე 40 ჰექტარზე გადაჭიმულ  ვენახს ფლობს. Leleshwa Wine  კენიის დედაქალაქ ნაირობიდან 80 კილომეტრში, ეროვნულ პარკ ლეიკ ნაივაშას გვერდით მდებარეობს. ისევე, როგორც სალტაში, ვაზი კენიაშიც ზღვის დონიდან 1900 მეტრის სიმაღლეზე ხარობს, ძირითად აქცენტს კი სოვნიონ ბლანსა და შირაზზე აკეთებენ. დღეისათვის კომპანია 60 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახდენს. კომპანია წარმოების 3 მილიონ ბოთლამდე გაზრდას გეგმავს, შესაბამისად, ვენახების ფართობიც გაიზრდება. უნდა ითქვას, რომ ყურძნის მოყვანა კენიაში მეტად შრომატევადი და რთული საქმეა. Leleshwa-ში მწიფე ყურძენს დღედაღამ დარაჯობს 80 ადამიანი - ისინი მაიმუნებსა და ფრინველებს აფრთხობენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული