Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იტალიელმა მეცნიერებმა საცობის დაავადება დაამარცხეს

მეღვინეები უამრავ საფრთხეს უმკლავდებიან, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ყველაზე საშიში ეგრეთ წოდებული საცობის დაავადება გახლავთ. ღვინის საცობზე ხშირად ჩნდება სოკოვანი მიკროორგანიზმები, რაც საცობს აზიანებს, ღვინოს კი უსიამოვნო სუნს აძლევს. თუმცა იტალიელმა მეცნიერებმა უკვე მიაკვლიეს და დააპატენტეს კიდეც მეთოდი, რომლის წყალობითაც საცობს სოკო არ გაუჩნდება და, შესაბამისად, ღვინოც აღარ გაფუჭდება. საცობის დაავადებასთან ბრძოლა შესაფუთი მასალების კომპანია Brentapack-მა და ტრენტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ერთობლივად წამოიწყეს. ისინი 2013 წლიდან ცდილობენ, საცობს დეზინფექცია ისე ჩაუტარონ, რომ ტრიქლორანიზოლისაგან სრულად გაიწმინდოს – სწორედ ეს ნივთიერება იწვევს საცობის დაავადებას. ცდის პირველი ეტაპი სულ მცირე ხნის წინ დიდი წარმატებით დასრულდა. თუმცა მეცნიერები ცდილობენ, მეთოდი კიდევ უფრო დახვეწონ. თუ ცდის ყველა ეტაპი წარმატებით ჩაივლის, მაშინ იმ უსიამოვნო სუნს, რომელიც ღვინის დაგემოვნებისას ხელს ასე გვიშლის, სამუდამოდ დავივიწყებთ.  
© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული