Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალკოჰოლთან ბრძოლისთვის მულტფილმებს გამოიყენებენ

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ანტიალკოჰოლურ კამპანიაში მორიგი სიახლე შეიტანა: ალკოჰოლის მავნებლობაზე ახლა უკვე ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს. ანიმაციური ფილმის დამკვეთია დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, რომლის განცხადებითაც, ქვეყნის მოსახლეობა არასაკმარისად არის ინფორმირებული ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების შესახებ. მაგალითისთვის, გამოკითხული 2 000 ბრიტანელიდან უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმაზე, რომ ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება ჯანმრთელობას ვნებს და სხვადასხვა დაავადებას იწვევს. ხელისუფლების ასეთი მონდომება მისასალმებელია, თუმცა,  ექსპერტების თქმით, მთავრობამ საფრთხის გაზვიადებით მოსახლეობის შეშინება გადაწყვიტა - მულტფილმში მოგვითხრობენ, რომ დღეში ორი კათხა მაგარი ლუდის ან ორი ჭიქა ღვინის რეგულარული სმა პირის ღრუს კიბოს რისკს სამჯერ ზრდის, არტერიულ წნევას კი საგანგაშოდ მაღლა წევს. როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, სარა ლინესი აღნიშნავს, სპირტიან სასმელს ყოველწლიურად კიბოს დაახლოებით 12,5 ათასი გამოვლენილი შემთხვევა უკავშირდება. მოძრაობა „ალკოჰოლის გონივრულად მოხმარებისთვის“ მესვეურების (რომელთა რიგებშიც ორმოცამდე ექიმი და მეცნიერი შედის) თქმით, ხელისუფლება ზედმეტად ამძიმებს მდგომარეობას და მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აშკარად გაზვიადებულია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული